რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
6 იანვარს რადიო თავისუფლების სტუდიაში სტუმრად იყო ავიაკომპანია ”აირზენას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი. „აირზენა – საქართველოს ავიახაზები“ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირ ჩარტერულ ავიარეისებს 8, 9 და 10 იანვარს შეასრულებს.
მოახლოებული არჩევნების თემა კვლავ დომინირებს დღევანდელ პრესაში. თბილისის მერი პოლიტიკური ფიგურა უნდა იყოს, აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი.
საქართველომ ევროკავშირს მიმართა, რათა, როგორც ავტორიტეტული საერთაშორისო გაერთიანება, აქტიურად და რაც შეიძლება სწრაფად ჩაერთოს 2010 წლის გაზაფხულზე დანიშნული თვითმმართველობის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პროცესში.
2009 წლის დასრულებამდე ერთი დღით ადრე მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის კანცელარიაში გასულ წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა. იმ 31 საკითხის განხილვა, რომელიც დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული, დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა.
”ტყვიას გადავურჩით და შიმშილით ნუ დაგვხოცავთ”, - ეს იყო მთავარი გზავნილი იმ დევნილი პედაგოგებისა, რომლებმაც პრეზიდენტის რეზიდენციასთან, საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი რამდენიმე დღეა ცდილობენ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან დიალოგს.
მომავალი წლის 15 იანვრიდან 1 ივნისამდე დედაქალაქში ჩაწერილი პირები თბილისის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა გააკეთა.
პროექტ "ჩვენ და ვეფხისტყაოსნის" ფარგლებში გამოიცა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" ხუთტომეული, რომლის პრეზენტაციაც 24 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
დღევანდელ ქართულ პრესაში სამი ძირითადი თემა იკვეთება. მათ შორის პირველი ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის განცხადებებია, რომლებიც მან ბრიტანულ გამომცემლობა ”ტელეგრაფთან” ინტერვიუს დროს გააკეთა.
კონტროლის პალატის ინტერესის სფეროში 2010 წელს მოექცევა საზოგადოებრივი მაუწყებელი, სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის პროექტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული პროგრამები.
2010 წლის იანვრიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე რუსულენოვანი არხი - სახელწოდებით ”პირველი კავკასიური არხი” - იწყებს მაუწყებლობას. ამ ბოლო ხანებში ქართულ საზოგადოებაში სულ უფრო მწვავე შეფასებები და ვარაუდები გაისმის ახალი არხის გარშემო.
დაპირებები ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლებასთან დაკავშირებით კვლავ დაპირებებად რჩება. ასევე ძალაში რჩება სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის შემოთავაზება - გაცვლა ”ყველა ყველაზე”. საქართველოს პარლამენტში საერთაშორისო ორგანიზაციების რუსეთზე ზეწოლის გააქტიურებაზე საუბრობენ.
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სულ უფრო აქტუალური ხდება დატყვევებული ან უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიებისა და გათავისუფლება-გადაცემის საკითხი.
რამდენად იცნობენ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას საზღვარგარეთ? რა გზები არსებობს იმისათვის, რომ ლიტერატორმა საკუთარი ნამუშევრები უცხოელ მკითხველს გააცნოს?
მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში ლატვიის პრეზიდენტ ვალდას ზატლერსს უმასპინძლა. დღესვე თბილისში გაიხსნა ბიზნესფორუმი, რომელსაც 65 ლატვიელი ბიზნესმენი დაესწრო.
თბილისის გარშემო სანგრებს თხრიან და თავდაცვით ზღუდეებს აგებენ, - წერს 4 დეკემბრის ”რეზონანსი”. თავდაცვის სამინისტროში დაცვის გეგმა მუშავდება. ამ ინფორმაციას თავდაცვის სამონისტროშიც ადასტურებენ
ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, ხალხის დევნილად გადაქცევა, ადამიანთა მკვლელობები, ქვეყანაში ტოტალური უსამართლობის დამკვიდრება, სახელმწიფო საკუთრების გასხვისება.
4 მოზარდის გათავისუფლების საკითხში ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდეს საქართველოში მოქმედმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა ევროპის ახალგაზრდულ ორგანიზაციებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ჩატარებული აუდიტის დასკვნა, რომელიც 27 ნოემბერს ფედერაციის აღმასრულებელი კომისიის სხდომაზე უნდა დადებულიყო, რამდენიმე დღით გადაიდო.
უგულავა პრეზიდენტობას უმიზნებს, წერს 24 ნოემბრის ”ახალი თაობა”, რომელიც აქვეყნებს ინტერვიუს პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესთან. საქართველო პატარა საბჭოთა კავშირად გადაიქცა, - აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.
საქართველოს პარლამენტის წევრი ეჭვქვეშ აყენებს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თანამდებობაზე ჰამარბერგის ყოფნის მიზანშეწონილებას.
ჩამოტვირთე მეტი