მას შემდეგ, რაც ექსტრემისტულმა ჯგუფმა, „ისლამურმა სახელმწიფომ“, ბრიტანელი ჰუმანიტარული მუშაკი დევიდ ჰაინსი მოკლა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა კვირას ამ ექსტრემისტული გაერთიანების „განადგურების“ პირობა დადო. ჟურნალისტები წერდნენ, დასავლეთმა თავი უნდა აარიდოს პროვოცირებულის როლში ყოფნას და ნაჩქარევი ნაბიჯებით სამაგიეროს გადახდასო.