ორი კვირის თავზე, მას შემდეგ, რაც სასამართლოში მუშაობის წესი შეიცვალა და დარბაზებში, დერეფნებსა და ეზოშიც კი ჟურნალისტების კამერები გაქრა, პროკურორებმა ჩვენებების მისაცემად პირველად გამოიძახეს სპეცრაზმელები.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ორი დემონსტრანტის, დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის სასამართლო დახურა მას შემდეგ, რაც პროკურორმა შეატყობინა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა გდდ-ს თანამშრომლების სხდომაზე გადაღებული ფოტოები. რა ხდებოდა სხდომაზე, რა თქვეს სპეცრაზმელებმა - რეპორტაჟი სხდომიდან.
„ვითომ ოთხი წელი და 6 თვე?“ - დარბაზის დასანახად მიატრიალა ბლოკნოტში ჩანაწერი საბა ჯიქიამ 17 ივნისს, სასამართლო სხდომაზე, მათე დევიძის განაჩენის პასუხად. მასაც დევიძის მსგავსად პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ. თამარ მჭედლიშვილმა საბა ჯიქიას მართლაც ზუსტად 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა.
„სასამართლო სხდომები დახურული იქნება… ცირკად აქციეთ ყველა სხდომა“, - უთხრა ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ. „ცირკს“ ხშირად ეძახიან სასამართლოს სხდომებს დაკავებული დემონსტრანტების გულშემატკივრები, შედარებით იშვიათად, მოწმეებიც კი...
„ჯგუფური ძალადობის“ ბრალდებით დაკავებული დემოსტრანტების ორ საქმეზე ერთად, ჯამში, 10 პოლიციელი გამოიკითხა. მათგან ხუთი ორივე საქმის მოწმეა - პოლიციელების სასამართლოში მონაყოლი, ქართულ სამართალდამცავ სტრუქტურებზე უფრო მეტს ჰყვება, ვიდრე - უშუალოდ საქმეზე, რისთვისაც ისინი იკითხებიან.
შესაძლებელია, რომ სამართალდარღვევის ოქმი გამოწეროს და ადმინისტრაციული დავის მუხლი ჩამოაყალიბოს დეტექტივმა, რომელსაც იურიდიული განათლება არ აქვს, შსს კი ამტკიცებს, რომ ეს კანონით დაშვებულია, - ეს გაიგეს დღეს აქტივისტების, თორნიკე სხვიტარიძისა და ანი ქავთარაძის სასამართლო პროცესზე დამსწრეებმა.
შენდება რაიმე დამწვარი ბაზრობის ახლოს? - იკითხა ბევრმა, მას შემდეგ, რაც დაზარალებული მოვაჭრეების ნაწილმა თქვა, რომ ე.წ. ბორჯომის ვაგზლის ბაზრობა კი არ დაიწვა, არამედ დაწვეს.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების 8-კაციანი ჯგუფის სასამართლო პროცესზე დღეს, 7 მაისს, პროკურატურამ ხუთი მოწმე პოლიციელი მიიყვანა. ეს მას შემდეგ, რაც პროცესი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გადავიდა. მათგან სამს დაზარალებულის სტატუსი აქვს.
„გლდანის ციხის“ პატიმრის გარდაცვალების ბუნდოვან ამბავს პენიტენციური სამსახურის გავრცელებულმა კადრებმა, მეტი დეტალი შესძინა, აი, კითხვებზე პასუხი კი არ გაუცია - რა მოხდა საკანში ისეთი, რის გამოც იოსებ გორგაძემ მძიმე ტრავმა მიიღო და გარდაიცვალა. საკანი ერთადერთი ადგილია, რომელსაც კამერა არ უყურებს.
ამ სტატიაში ყველა იმ ვერსიაზე გიყვებით, რომლებიც „ვაგზლის ბაზრობაზე“, ხანძრის გაჩენის მიზეზებზე მსჯელობისას, რადიო თავისუფლებამ მოისმინა.
„ჰქონოდა შვილს დედის გვარი. რას ვიფიქრებდი, რომ ასეთი რაიმე დამატყდებოდა თავს?“, - დაკავებული დემონსტრანტის გიორგი მინდაძის დედას, ნანი წულაიას შვილთან ხანგრძლივ პაემანზე უარი უთხრეს. მას პატიმართან ნათესაობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი არ აქვს.
პროევროპული დემონსტრაციების 139-ე დღეს, რადიო თავისუფლებამ ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, სტუდენტებს, ერთი სიტყვით, პროტესტის მონაწილეებს ჰკითხა, მათი აზრით, რა უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ ქუჩის წინააღმდეგობა პოლიტიკურ ცვლილებებში გადაიზარდოს?
დაფუძნდა ახალი პოლიტიკური მოძრაობა „სართული - ახალი თაობის ძალა“. მოძრაობის წევრების უმეტესობა 25 წლის თუ იქნება. ძირითადად საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები არიან. ახალგაზრდები მხარს უჭერენ პროევროპულ დემონსტრაციებს და აქვთ ამბიცია, რომ „პოლიტიკას შინაარსს შემატებენ“.
„თუ ზედაპირული დათვალიერების უფლება მიეცით და იდენტიფიცირებაზეც არ გითქვამთ უარი, მაშინ რატომ დაგაკავათ პოლიციამ?“ - ეკითხება მოსამართლე ზვიად ცეკვავა "ინდიგოს" ჟურნალისტს საბა სორდიას. ის 6 აპრილს მეტრო მარჯანიშვილთან დააკავეს.
ერთ დღეში შეცვლილი გადაწყვეტილება - სუსის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი და „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ვერ შეთანხმდნენ. როგორ აიხსნება მმართველი პარტიის მოულოდნელი საკადრო ცვლილებები და რას შეიძლება ნიშნავდეს იმ კაცის ჩანაცვლება, ვისზეც ამბობენ, რომ ყველაზე მეტი იცის?
ამ სტატიაში ვაჯამებთ გახმაურებული მკვლელობის ყველა მნიშვნელოვან დეტალს, რაც შეიძლება უკვე იცით ან პირველად ახლა გაიგებთ.
"ვინაიდან ემიგრაციიდან არის დაბრუნებული დედაჩემი და ამაღამ მიდის, მინდა უმორჩილესად გთხოვოთ, რომ დაუშვათ სხდომაზე", - ამ სიტყვებით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა 30 წლის ირაკლი ქერაშვილმა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს.
ჩამოტვირთე მეტი