"რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებში ასახული საგანგაშო კორუფციული ნიშნების გათვალისწინებით, საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლების მაღალჩინოსნების პარლამენტში დაბარებას ითხოვს.
თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისში დაიწყო და აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. კომპანია „ალმა რუს საქართველომ" ქუთაისის მერიის მიერ მეორედ გამოცხადებულ ტენდერში 435 999 ლარად გაიმარჯვა. კომპანია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 220 ლარით ჯარიმდება.
16 სექტემბრიდან ქუთაისი საერთასორისო საოპერო ფესტივალს უმასპინძლებს. ერთი კვირის განმავლობაში ქუთაისის მ. ბალანჩივაძის ოპერისა და ბალეტის თეატრში სპექტაკლები, კამერული მუსიკის საღამოები და გალა კონცეტრი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საერთაშორისო დონის საოპერო მომღერლები მიიღებენ.
აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილს რუსეთის სასარგებლოდ გაკეთებულ განცხადებებში ადანაშაულებდნენ. პრეზიდენტობის კანდიდატმა შეკრებილ ამომრჩეველს საპრეზიდენტო პროგრამა და საკუთარი ხედვები გააცნო.
ქუთაისში, გუნიას ქუჩაზე, რამდენიმე თვის წინ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო, რაც სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას, კანალიზაციის მილების გაყვანასა და ბეტონის საფარის დაგებას ითვალისწინებდა.
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, თითქმის სამი თვეა მიმდინარეობს მიწისქვეშა მუნიციპალური წყალგაყვანილობის სარემონტო სამუშაოები. ამის გამო ქალაქის ცენტრალური გზა ნაწილობრივ გადაკეტილია. ავტოტრანსპორტს რუსთაველის გამზირზე მოძრაობა უჭირს.
ქუთაისში დააზიანეს რამდენიმე თვის წინ დადგმული ეკოლოგიური ინფრასტრუქტურა, რომელიც „სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბის თაობათა დიალოგის“ ინიციატივით შეიქნმა. პროტესტის ნიშნად ეკოლოგიური კულტურისა და კლიმატის ცვლილების შესახებ ცოდნის ამაღლებაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციამ ინსტალაცია მოაწყო.
სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კამპანია დიდი ჯიხაიშიდან დაიწყო. ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ეზოში შეკრებილ საზოგადოებას მან თავისი გეგმები გააცნო. სალომე ზურაბიშვილის პრიორიტეტებს შორისაა ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ემიგრანტები და რეგიონების განვითარება.
ჩამოტვირთე მეტი