Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიხუანის კანონპროექტთან დაკავშირებული კენჭისყრა გადაიდო


პარლამენტის შენობა ქუთაისში
პარლამენტის შენობა ქუთაისში

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. სხდომას, გარდა დეპუტატებისა, სასულიერო პირები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სასულიერო პირები საპარლამენტო უმრავლესობას მარიხუანის მოხმარების რეგულირებასთან დაკავშირებით კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავენ. მათი რეკომენდაციები ასეთია: მოხმარებისთვის დაწესებული ასაკობრივი ზღვარი 21-წლიდან უფრო მაღალ ასაკამდე განისაზღვროს და შეიქმნას სპეციალური რეესტრი, რომელშიც ის ადამიანები დარეგისტრირდებიან, ვისაც მარიხუანის მოხმარების სურვილი ექნება პირად სივრცეში.

სასულიერო პირების თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ დააყენა ძალიან მძიმე შედეგები.

„საშიშროება იმის, რომ პარლამენტის მიერ მიღებული რეგულაციები „გირჩის“ სარჩელით ისევ გაუქმდეს, საკონსტიტუციო სასამართლოსგან კვლავ დგას“, - აღნიშნავს მამა ანდრია ჯაღმაიძე.

სად იქნება დაშვებული და სად აკრძალული მარიხუანის მოხმარება
please wait

No media source currently available

0:00 0:02:56 0:00

პირველი მოსმენით განხილვა კანონპროექტისა, რომელიც შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა წარადგინა, პლენარულ სხდომაზე გაგრძელდა. საკანონმდებლო პაკეტის მიზანია: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების საკანონმდებლო დონეზე იმპლემენტაცია; მცენარე კანაფისგან/ მარიხუანისგან მომდინარე საფრთხის გათვალისწინებით, სამართლიანი და გონივრული ბალანსის უზრუნველყოფა ინდივიდის თავისუფლებასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საჭიროებებს შორის.

უმრავლესობის დეპუტატებმა კანონპროექტი მოიწონეს და მხარდაჭერა აღუთქვეს, თუმცა იმის გამო, რომ დღის ბოლოს კვორუმი არ შედგა, განხილვა ხვალისთვის გადაიდო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG