Accessibility links

16x9 Image

კობა ლიკლიკაძე

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ჟურნალისტი, ავტორი ყოველკვირეული პროგრამისა „დაბრკოლების ზოლი“, რომელშიც შუქდება სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხები. რადიოს ქართული სამსახურის საიტის მუდმივი ბლოგერი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2001 წლიდან. როგორც კორესპონდენტი აშუქებდა 1992-93 წლების ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს, მუშაობდა საერთაშორისო ცხელ წერტილებში - კოსოვოსა და ერაყში, აშუქებდა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ხუთდღიან ომს, რისთვისაც დაჯილდოებულია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების სპეციალური მოწმობით.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გაიარა სამხედრო ჟურნალისტიკის გადასამზადებელი სპეციალური კურსები გერმანიაში, შვეიცარიასა და აშშ-ში. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის უფროსი, კითხულობდა ლექციებს სამხედრო აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მუშაობდა გაზეთებში „საქართველო“ და „კავკასიონი“, უძღვებოდა რამდენიმე პოლიტიკურ ტოკშოუს „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“, „ტელეკომპანია 2002“- სა და „საქართველოში“. გამოქვეყნებული აქვს სტატიები „IWPR“-ისა და “Jamestown Foundations”-ის კვლევითი ინსტიტუტების საიტებზე.

 

Produced by კობა ლიკლიკაძე

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG