19 მარტს ალიაქსანდრ ლუკაშენკამ კიდევ ერთხელ მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ჯონ კოული. შეხვედრის შედეგად კვლავ გათავისუფლდა ათეულობით პოლიტპატიმარი — ამჯერად 250 ადამიანი.
ჰააგის ტრიბუნალის (International Criminal Court – ICC) გადაწყვეტილება, დაიწყოს გამოძიება ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ, ზრდის საერთაშორისო ზეწოლას ბელარუსის ხელისუფლებაზე, თუმცა მინსკმა თავად შეუწყო ხელი სასამართლოს ამ გადაწყვეტილების მიღებას.
ბელარუსელ პოლიტპატიმრებს, რომელთა გათავისუფლებასაც დასავლეთი წლების განმავლობაში მოითხოვდა, მართლა ათავისუფლებენ, თუმცა გარეთ გამოსვლის შემდეგ მათ ბელარუსში არ აჩერებენ, ყოფილ პატიმრებს მყისიერი დეპორტაცია ეხებათ.
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტში დაკითხეს. ის მოწმედ იყო გამოძახებული ხელისუფლების ხელში ჩაგდების ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე. საქმე აღიძრა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში შეიქმნა ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო.