გამოიწერე
„სტუდენტური სია“ - 250 წარმომადგენლისგან შემდგარი პოლიტიკური გაერთიანება, რომელმაც სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა - შეგნებულად ერიდებოდა ერთი გამოკვეთილი ლიდერის წამოწევას. ჯერ უცნობია, ვინ გახდება სერბეთის პრემიერ-მინისტრი. გაიცანით მოძრაობის რამდენიმე ცნობილი სახე.
სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა, ქვეყნის პოლიტიკაში თითქმის 15-წლიანი დომინირების შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებში სტუდენტური საპროტესტო მოძრაობის წინაშე დამარცხება აღიარა. იწყება თუ არა სერბეთის პოლიტიკაში ახალი ეპოქა? პოლიტიკის ექსპერტები ამბობენ, რომ კი.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას ევროკომისია ერთიან ბაზარზე წვდომას სთავაზობს - ჩნდება მეცნიერული კვლევების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დაფინანსების ახალი შესაძლებლობები. თუმცა კანდიდატის სტატუსი სარგებლის მიღებისთვის საკმარისი არ არის. რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანა?
ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა კოსოვოს განთავისუფლების არმიის (KLA) ყოფილი მეთაური და მოგვიანებით კოსოვოს პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რუსეთში დაფუძნებულ მოძრაობას „რუსულ-სლავური გაერთიანება და აღორძინება“ („რუსოვ“) კონტაქტები აქვს სერბეთისა და ბოსნიის ულტრამემარჯვენე დაჯგუფებებთან.
რა იმალება „სერბული სამყაროს“ კონცეფციის მიღმა და რატომ გაჩნდა ბელგრადში რუსეთის ისტორიული საზოგადოება, რომელსაც, არც მეტი და არც ნაკლები, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი, სერგეი ნარიშკინი, ხელმძღვანელობს?
მაშინ, როცა ქვეყანაში გაგანია ანტისახელისუფლებო აქციებია და ხალხი ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ისევ რუსეთს მიმართა.
სტუდენტებმა, რომლებიც რამდენიმე კვირის განმავლობაში ბლოკავდნენ ბელგრადის უნივერსიტეტის ფაკულტეტებს, 22 დეკემბერს საპროტესტო აქცია გამართეს.