რუსეთში დეპრესიის მკურნალობის ახალ სტანდარტში შეტანილია ელექტროკრუნჩხვითი თერაპია, ელექტროპუნქტურა და ტვინის ელექტრული სტიმულაცია. ხელისუფლება ამ მეთოდების ეფექტიანობაზე საუბრობს, კრიტიკოსები კი შესაძლო კოგნიტიურ დარღვევებსა და „შარლატანურ“ პრაქტიკებზე მიუთითებენ.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 80 წლის ფრანგი პენსიონერი პიერ აფნერი მოულოდნელად საერთაშორისო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა - მან ბიარიცში მდებარე, ვლადიმირ პუტინის ოჯახთან დაკავშირებული ვილა დაიკავა და კრემლის გავლენის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია წამოიწყო.
2025 წელს რუსეთის სამხედრო ხარჯები მეოთხედით - რეკორდულ 13,5 ტრილიონ რუბლამდე გაიზრდება, რაც რუსეთის მშპ-ს 6.31%-ს შეადგენს და ორჯერ მეტია, ვიდრე პენსიებსა და შემწეობებზე დახარჯული სახსრები.