„საქართველოში ქართულად ვეღარ გილაპარაკია“, - აღშფოთდა საკურიერო მომსახურების მძღოლი, რომელმაც ბათუმში ბელარუს ბარისტას მინერალური წყალი მიუტანა, ის კი დამტვრეული ქართულით ცდილობდა რაღაცის ახსნას. ბოლო-ბოლო მძღოლი Oriental Bakery-დან გაბრაზებული გავარდა და ერთიც დაამატა - „არ გვჭირდება აქ რუსული ენა“