აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, კოალიციის ჯარები არ შეწყვეტენ ერაყში ბრძოლას, ვიდრე სადამ ჰუსეინის რეჟიმი არ დაემხობა.
რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს წარმომადგენლის, იური მირშნიჩენკოს განცხადებით, დღეს გროზნოში სამგზავრო ავტობუსი აფეთქდა.
დღეს მოსკოვი გამოეხმაურა ევროსაბჭოს მუქარას, ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების ხელყოფასთან დაკავშირებით სამხედრო ტრიბუნალის დაარსების თაობაზე.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დღესაც გაიმართა ერაყში ომის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები.
სერბია და ჩერნოგორია ევროსაბჭოს 45-ე წევრი სახელმწიფო გახდა.
ჰონგ კონგმა და ინდონეზიამ დღეს ახალი ზომები მიიღეს ფილტვების ანთების მწვავე ფორმის, ე.წ. SARS-ის წინააღმდეგ,
რუსეთის მუსლიმანებში დღეს განხეთქილება ჩაისახა, როცა წამყვანმა სასულიერო პირმა, უზენაესმა მუფთიმ ტალგატ ტაძჰუტინმა წმინდა ომი გამოუცხადა აშშ-ს,
აფხაზი სეპარატისტების ლიდერი შიშობს, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებაში აშშ სამხედრო ძალით ჩაერევა.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში განსახილველად გაიტანენ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოსა და აშშ-ის შეთანხმება თავდაცვის სფეროში რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება
ხონის კოლონიაში მყოფმა 43-მა პატიმარმა(ყოფილმა მეომრებმა), შეწყალების მოთხოვნით ხუთშაბათიდან შიმშილობა დაიწყო.
ქურთი მეამბოხეები, რომელთაც ზურგს უმაგრებდა კოალიციის თვითმფრინავები, ჩრდილოეთ ერაყში არმიის სარდლობის პოსტთან შეეტაკნენ ერაყის ჯარებს.
კოლინ პაუელის განცხადებით, აშშ-მა და ბრიტანეთმა წამყვანი როლი უნდა შეასრულონ ერაყის ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში.
ჩამოტვირთე მეტი