სამი საერთაშორისო ორგანიზაცია გამოდის გაფრთხილებით, რომ ე.წ. ქათმის გრიპი ამჟამად ვერ კონტროლდება და, შესაძლოა, აზიის ფარგლებს გასცდეს.
ავსტრიის პრეზიდენტმა თომას კლესტილმა რწმუნების სიგელი მიიღო ვენაში ისრაელის ახალი ელჩისაგან.
ვლადიკავკაზში ორი ადამიანი დაიღუპა მათს ბინაში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად.
ირანში რეფორმისტული პარტია ბოიკოტს გამოუცხადებს 20 თებერვლის არჩევნებს.
მოსკოვში დაიწყო აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ვიზიტი - მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი შარშან ოქტომბერში პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.
გერმანიაში სასამართლომ ბრალდებისაგან გაათავისუფლა მაროკოელი მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების მომწყობთა დახმარებაში.
ისრაელის პოლიციამ პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი დაჰკითხა მის სახელთან დაკავშირებული კორუფციის სკანდალის გამო.
პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა შეიწყალა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტი ატომური კვლევის სფეროში აბდულ ყადირ ხანი,
ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ადეიშვილმა, რომელიც ორი დღის წინ დააკავეს, შიმშილობა გამოაცხადა.
მიხეილ სააკაშვილი მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტისაგან განსაკუთრებულ შედეგებს არ მოელის.
საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას შეუდგა და ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
რუსეთის ადამიანის უფლებების დამცველებმა მხარი დაუჭირეს ევროპარლამენტის დეპუტატების ინიციატივას, რომ მიღებულ იქნეს ჩეჩნეთში სამშვიდობო დარეგულირების ასლან მასხადოვისეული გეგმა.
ჩამოტვირთე მეტი