როცა ამ თვის დასაწყისში ყაზახეთში, მასობრივმა არეულობებმა იფეთქა, ბევრმა ანალიტიკოსმა ეს არეულობები პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევისა და, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მისი წინამორბედის, 81 წლის ნურსულთან ნაზარბაევის მომხრეებს შორის არსებულ კონფლიქტებს მიაწერა.
18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა დაიწყო მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიწოდება უკრაინისათვის, რათა რუსეთის პოტენციური თავდასხმის მოგერიებაში დაეხმაროს ქვეყანას, რომლის საზღვრებთან კვლავ რჩება თავმოყრილი რუსეთის დიდძალი სამხედრო ძალა.
ნატოსა და აშშ-სთან რუსეთის უშედეგოდ დასრულებული, დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის რეალური საფრთხის ფონზე, ბრიუსელში (17-18 იანვარს) შეხვედრებს მართავს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი.
კიევის პეჩორის რაიონის სასამართლოში 17 იანვარს დაწყებულ პროცესზე, ბრალდების მხარემ ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ან პატიმრობის, ან 1 მილიარდი უკრაინული ჰრივნის მისჯა ოფიციალურად მოითხოვა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, შეისწავლა და ანგარიში მოამზადა იმის შესახებ, როგორ ფუძნდებიან, იმართებიან და კონტროლდებიან მუნიციპალიტეტებში ა(ა)იპი, იგივე არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირები. ანგარიში 33 გვერდიანია და 2014-19 წლებს მოიცავს.
კახეთის 8 მუნიციპალიტეტში, წინასაახალწლოდ, მერიაში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე ხელფასთან ერთად სხვადასხვა ოდენობის ჯილდო გაიცა. ჯილდო არ მიუღიათ მხოლოდ მერებსა და მათ მოადგილეებს, ასევე იმ თანამშრომლებს, რომლებიც ახალი დასაქმებული იყვნენ.
63 წლის ბიზნესმენმა, ელგუჯა ცომაიამ მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან ჯერ ფოთში, შემდეგ აბაშაში, შემდეგ ბათუმში, ხოლო შემდეგ უკვე თბილისში - მართალია, შიშითა და ნერვიულობით - მაგრამ ისე ამგზავრა, რომ, როგორც თავად ამბობს, სერიოზული წინააღმდეგობა პრაქტიკულად არსად შეხვედრიათ.
მას შემდეგ, რაც დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მის და კიდევ ერთი მსჯავრდებულის, მიხეილ კალანდიას ადვოკატებს ახალი კითხვები გაუჩნდათ.
ჩამოტვირთე მეტი