უკრაინისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტები, ერთ დროს კარგი მეგობრები და შემდეგ პოლიტიკური მტრები - სააკაშვილი და პოროშენკო - ერთ ბედ ქვეშ აღმოჩნდნენ. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მსგავსად, ციხე უკრაინის მეხუთე პრეზიდენტსაც ემუქრება; თუმცა სასამართლომ მას, ამ ეტაპზე, თავისუფლება არ შეუზღუდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კვლავ მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, რომ აირჩიოს „დიპლომატია და მშვიდობიანი გზა“ და უარი თქვას „შემდგომ აგრესიულ ნაბიჯებზე უკრაინის წინააღმდეგ“.
როცა ამ თვის დასაწყისში ყაზახეთში, მასობრივმა არეულობებმა იფეთქა, ბევრმა ანალიტიკოსმა ეს არეულობები პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევისა და, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მისი წინამორბედის, 81 წლის ნურსულთან ნაზარბაევის მომხრეებს შორის არსებულ კონფლიქტებს მიაწერა.
18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა დაიწყო მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიწოდება უკრაინისათვის, რათა რუსეთის პოტენციური თავდასხმის მოგერიებაში დაეხმაროს ქვეყანას, რომლის საზღვრებთან კვლავ რჩება თავმოყრილი რუსეთის დიდძალი სამხედრო ძალა.
ნატოსა და აშშ-სთან რუსეთის უშედეგოდ დასრულებული, დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის რეალური საფრთხის ფონზე, ბრიუსელში (17-18 იანვარს) შეხვედრებს მართავს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი.
კიევის პეჩორის რაიონის სასამართლოში 17 იანვარს დაწყებულ პროცესზე, ბრალდების მხარემ ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ან პატიმრობის, ან 1 მილიარდი უკრაინული ჰრივნის მისჯა ოფიციალურად მოითხოვა.
ჩამოტვირთე მეტი