"უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ" - რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთი ავტორი "ქართული ოცნებიდან", საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ქვეყანა არ დაინგრევა“, თუკი ეს დოკუმენტი ოპოზიციის გარეშე დამტკიცდება.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის სასაფლაოს სიახლოვეს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ტრაქტორებით გამოჩნდნენ. ორი დღის განმავლობაში ისინი თხრილებს აკეთებდნენ.
იგორ დოლგოვი, უკრაინის ელჩი საქართველოში თვლის, რომ 2021 წლის დეკემბერში რუსეთის მიერ შეთანხმებების პროექტებზე ვაშინტონისა და ნატოს პასუხი უნდა ყოფილიყო უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიღებაზე გადაწყვეტილების მიღება. ვრცელ ინტერვიუში ის სოლიდარობისა და მზადყოფნის მნიშვნელობაზეც ლაპარაკობს:
21-ე საუკუნეში ომის დასაწყებად ტანკები აუცილებელი აღარაა. კრემლი დიდი ხანია აწყობს კიბერთავდასხმებს მათზე, ვინც გულზე არ ეხატება.
ხავიერ კოლომინა, ესპანელი დიპლომატი, რომელმაც 2021 წლის სექტემბრიდან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე ჯეიმს აპატურაი შეცვალა, რადიო თავისუფლებას პირველ ინტერვიუს აძლევს.
დაიწყება თუ არა ომი უკრაინაში - ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გადაწყვეტს ვლადიმირ პუტინი და რას დაუპირისპირებს კრემლი აშშ-ისა და ნატოს მიერ ნათქვამ უარს მისთვის პრინციპულ საკითხებზე. 27 იანვარს მოსკოვში უკმაყოფილებას არ მალავდნენ.
28 იანვარს ერთი წელი გადის, რაც სასამართლომ დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა „კარტოგრაფების საქმის” ბრალდებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა.
რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ჯერჯერობით უშედეგო მოლაპარაკებების ფონზე, როდესაც უკრაინა რუსეთის მორიგი თავდასხმის რეალური საფრთხის წინაშე დგას, ანალიტიკოსები ომის დაწყების რამდენიმე სცენარს განიხილავენ. „მოულოდნელი პასუხი“, „არა იქიდან, საიდანაც ელოდებიან“, - ასეთია პროკრემლისტური მესიჯები.
„ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ უტყამს პოლიციელი ქალს სახეში”, „პოლიციელს არასრულწლოვანზე ძალადობაში ადანაშაულებენ - მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა”,„პოლიციის შენობიდან კაცი გადმოხტა”, „ბრალდებულს დაკავებისას პოლიციელებმა ე.წ. ბიო ჩაუდეს და სასტიკად სცემეს”-ეს ქართული ახალი ამბების სათაურებია.
ჩამოტვირთე მეტი