მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 11 იანვარს სასამართლოს ჩვენება მისცა გასტროენტეროლოგმა სტიუარტ ფინკელმა. ეს უკვე მეოთხე სხდომაა, რომელზეც პატიმარი ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების ან მისი სასჯელისგან გათავისუფლების შესაძლებლობას განიხილავენ.
"საქართველოს, რომელიც ასხივებს სისუსტეს და შიშს, შეუძლია გაათამამოს პუტინი. საქართველო უნდა ასხივებდეს - და ამისი საფუძველიც უნდა ჰქონდეს - თვითდაჯერებას. მან პუტინს მკაფიოდ უნდა დაანახოს, რომ საქართველო არ იქნება ადვილი სამიზნე" - აცხადებს დენიელ ფრიდი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე.
"უკრაინის გამარჯვება რუსეთთან ძალიან დიდ გავლენას იქონიებს რეიგონზეც და მსოფლიოზეც. ახლებურად იქნება დანახული საერთაშორისო უსაფრთხოების დღის წესრიგი და სისტემა, რომელშიც მცირედი, მაგრამ თავისი ადგილი აუცილებლად ექნება საქართველოს" - ამბობს ბუკა პეტრიაშვილი, "რონდელის ფონდის" უფროსი მკვლევარი.
ევროკომისიის ანგარიში, დოკუმენტი რომელიც „რადიო თავისუფლებამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა, ევროკავშირში გასაწევრიანებლად საქართველოსა და უკრაინის საკანონმდებლო ბაზის მზაობას, მოლდოვასთან შედარებით, დადებითად აფასებს. ამავე დროს, მიუთითებს, რომ სამივე ქვეყანას, მიზნის მისაღწევად, წინ ბევრი სამუშაო აქვს.
"უკრაინაში მებრძოლი ქართველები და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები საქართველოსა და ქართველ ხალხს განადგურებით ემუქრებიან" - ბოლო დღეებში ამ შინაარსის განმარტებებით გააზიარეს დამონტაჟებული ვიდეომასალა ხელისუფლების მხარდამჭერებმა, ლოიალურად განწყობილმა ექსპერტებმა თუ მედიასაშუალებებმა.
უკვე ნახევარ წელიწადზე მეტია, “პუტინის მზარეულის”, ევგენი პრიგოჟინის კერძო ჯარი უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ბახმუტის აღებას უშედეგოდ ცდილობს. სტრატეგიული მნიშვნელობის პატარა ქალაქი გამუდმებით იბომბება.
გუშინ, 9 იანვრის საღამოს, სოციალურ ქსელში გავრცელდა აუდიოჩანაწერის ფრაგმენტი, რომელშიც, დიდი ალბათობით, ისმის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ხმა - ის, სავარაუდოდ, საუბრობს პარტიის დამფუძნებელზე, მიხეილ სააკაშვილზე. ამის შთაბეჭდილებას ქმნის აუდიოჩანაწერის შინაარსი.
9 იანვრის სხდომაზე, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმის განხილვაზე ხუთი საათის განმავლობაში დისტანციურად იკითხებოდა ამერიკელი ნევროლოგი, დოქტორი ემანუელ ლახანი. სხდომას ვერც ფიზიკურად და ვერც დისტანციურად დაესწრო კლინიკა "ვივამედში" მყოფი პატიმარი.
რაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა, გერმანიაში დროდადრო საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრანტების მოთხოვნაა, გერმანიამ უკრაინის დახმარება შეწყვიტოს. იმასაც ამბობენ, რომ ომი სინამდვილეში აშშ-ის ბრალია და რუსეთი უსამართლო სანქციების მსხვერპლია.
„ფარისევლობა“, „ცინიზმი“, „პროპაგანდა“, „სიყალბე“ - უკრაინაში თუ დასავლეთის ქვეყნებში რუსეთის პრეზიდენტს არავინ დაუჯერა, რომ 36-საათიანი „საშობაო ზავი“ უკრაინელ მორწმუნეებზე ზრუნვით, სულიერებით შთაგონებულმა გამოაცხადა.
2022 წლის ბოლოს პარლამენტმა დაამტკიცა “გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია”, რომელშიც “გენდერული იდენტობის” ცნება განმარტებული არ არის იმის გამო, რომ ეს სტრატეგული დოკუმენტი მხოლოდ ქალისა და კაცის თანასწორობას განიხილავს.
ჩამოტვირთე მეტი