სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში უდანაშაულოდ ცნო 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე თავდამსხმელთა 6-კაციანი ჯგუფი და მათ სასჯელი შეუმცირა. ეს ჯგუფი, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა გარდაცვლილ ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას, იყო ერთადერთი, ვისაც ეს ბრალი ჰქონდა დამტკიცებული.
“მაგნიტსკის აქტის” ავტორი, ამერიკაში დაბადებული ბრიტანელი ფინანსისტი და პოლიტიკური აქტივისტი, ბილ ბრაუდერი, რომლის ძალისხმევას მოჰყვა მაგნიტსკის სანქციების დაწესება, ახლა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მუშაობს.
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომავალ თავმჯდომარეს ბლოკჩეინის სისტემის დახმარებით აირჩევენ. მანამდე კი, 13 იანვრიდან, პარტიამ ამომრჩევლების რეგისტრაციის პროცესი გამოაცხადა. ბოლო ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეგისტრირებულია 10 ათასამდე ამომრჩეველი.
ყოველდღიურად იზრდება და, ბოლო მონაცემებით, 40 ადამიანი ემსხვერპლა დნეპრში, 9-სართულიან საცხოვრებელ სახლზე რუსეთის სარაკეტო იერიშს.
100 წლის წინ, როცა ახალი, 1923 წელი დადგა, საბჭოთა კავშირში, რომელიც ის-ის იყო იშვა რუსეთის (რსფსრ) წიაღიდან, ჯერ კიდევ არ იყო დამკვიდრებული ნაძვის ხეების მორთვისა და ახალი წლის პომპეზურად აღნიშვნის ტრადიცია.
პრორუსულ და ძალადობრივ ჯგუფ "ალტ-ინფოსთან" დაკავშირებული პარტიის, "კონსერვატიული მოძრაობის" თელავის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ 15 იანვარს ყვარლის „ევროკლუბში“ ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილის მონაწილეობით დაგეგმილი ღონისძიება მათი ორგანიზებით ჩაიშალა.
რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლად შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის დანიშვნას "გერასიმოვის დოქტრინის" სახელით ცნობილ დოკუმენტს უკავშირებენ. "ახალი თაობის ომის" რუსული თეორია, გერასიმოვმა საჯაროდ 2013 წელს წარადგინა, უკრაინაში რუსეთის პირველ შეჭრამდე.
უკრაინაში რუსულ ჯარს ახალი მხედარმთავარი ჰყავს. ომის დაწყების შემდეგ, უკვე მეოთხედ. სამხედრო ექსპერტებისთვის სულ უფრო ცხადი ხდება, რომ პუტინის ახლო გარემოცვაში განხეთქილებაა.
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ამ მომენტში 2 დასრულებული და 3 მიმდინარე საქმეა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მათი განხილვა შეჩერებულია. სანაცვლოდ, აქტიურია სააკაშვილის საქმეები სახელმწიფოს წინააღმდეგ.
საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰიუმან რაიტს უოჩის" (HRW) ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველოში მედიის თავისუფლებამ მარცხი განიცადა მასმედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის არაერთი ფაქტისა და კრიტიკული ტელევიზიის ხელმძღვანელის დაპატიმრების გამო. ასევე ჩამოთვლილია ფაქტები სხვა გამოწვევებთან დაკავშირებითაც.
მთიან ყარაბაღში სურსათის მაღაზიები ცარიელდება. ერთი თვეა, ჩაკეტილია სადავო რეგიონის გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა, ლაჩინის დერეფანი, რომლის კონტროლზეც რუსი სამშვიდობოები არიან პასუხისმგებელნი.
ჩამოტვირთე მეტი