არ წყდება დისკუსიები „დიდი ომის“ - უკრაინაში რუსეთის შესაძლო ახალი სტრატეგიის შესახებ. რუსი ანალიტიკოსი, ანდრეი ილარიონოვი ვარაუდობს, რომ რუსეთი ბელარუსიდან დაარტყამს ლვოვს; ხოლო შავი ზღვის სანაპიროდან შეუტევს უკრაინის სამხრეთ ნაწილსა და მოლდოვასაც.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ზეწოლის ქვეშაა იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც უკრაინისათვის საერთაშორისო სამხედრო დახმარების გაზრდას, კერძოდ, საბრძოლო ტანკ Leopard 2-ების გადაცემას ითვალისწინებს.
17 იანვრის სასამართლო სხდომაზე, სადაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმე განიხილებოდა, ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ჯეიმს კობი და ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი გამოკითხეს. სურვილის მიუხედავად, სხდომაზე ფიზიკურად დასწრების რეკომენდაცია არ მისცეს მიხეილ სააკაშვილს.
ქართველი წარმომავლობის ზაქრო ნონიაშვილის რუსეთის ტყვეობაში ყოფნის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ქალაქ დნეპრში, საცხოვრებელ სახლზე რუსეთის გამანადგურებელი სარაკეტო იერიშის შედეგად მისი ცოლ-შვილი და სიდედრი დაიღუპნენ.
თავისი მმართველობის 27 წლის განმავლობაში, თალიბოვმა შექმნა, როგორც ხალხი ამბობს, საკუთარი სამფლობელო, მამული ნახიჩევანის სახით, რომელიც დანარჩენ აზერბაიჯანს გამოყოფილია სომხეთის ვრცელი ტერიტორიით.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ერთ თვეში მმართველობას კიდევ ოთხი წლით გაიხანგრძლივებს.
სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში უდანაშაულოდ ცნო 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე თავდამსხმელთა 6-კაციანი ჯგუფი და მათ სასჯელი შეუმცირა. ეს ჯგუფი, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა გარდაცვლილ ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას, იყო ერთადერთი, ვისაც ეს ბრალი ჰქონდა დამტკიცებული.
“მაგნიტსკის აქტის” ავტორი, ამერიკაში დაბადებული ბრიტანელი ფინანსისტი და პოლიტიკური აქტივისტი, ბილ ბრაუდერი, რომლის ძალისხმევას მოჰყვა მაგნიტსკის სანქციების დაწესება, ახლა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მუშაობს.
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომავალ თავმჯდომარეს ბლოკჩეინის სისტემის დახმარებით აირჩევენ. მანამდე კი, 13 იანვრიდან, პარტიამ ამომრჩევლების რეგისტრაციის პროცესი გამოაცხადა. ბოლო ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეგისტრირებულია 10 ათასამდე ამომრჩეველი.
ყოველდღიურად იზრდება და, ბოლო მონაცემებით, 40 ადამიანი ემსხვერპლა დნეპრში, 9-სართულიან საცხოვრებელ სახლზე რუსეთის სარაკეტო იერიშს.
ჩამოტვირთე მეტი