რუსეთის მიერ ბახმუტისა და სოლედარის მიმართულებით იერიშების გააქტიურებასთან ერთად, შესამჩნევად გააქტიურდნენ რუსეთის აგენტებიც, რომლებიც სადაზვერვო ცნობებს აწვდიან რუსეთის არმიას და ასევე ძირგამომთხრელ მუშაობას ეწევიან უკრაინის ზურგში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული არჩევნების შედეგს სხვადასხვაგვარად უყურებენ ოპოზიციური პოლიტიკური ძალები და ასევე სხვადასხვაგვარია მათი ხედვა სამომავლო შესაძლო გაერთიანებებთან დაკავშირებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსული და ბელარუსული კომპანიების შექმნილი სახის, თითის ანაბეჭდებისა და იარაღის ამომცნობი პროგრამების შენახვა, ტექნიკური აღჭურვა და განახლება ყოველწლიურად ასიათასობით ლარი უჯდება.
ჩეხეთის რესპუბლიკამ თავის ახალ პრეზიდენტად აირჩია პროდასავლელი, ყოფილი ნატოელი მეთაური და უარი უთხრა მილიარდერ ოლიგარქსა და პოლიტიკურ ვეტერანს, ანდრეი ბაბიშს, რომელიც კრიტიკული იყო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის მიმართ და ეჭვქვეშ აყენებდა ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმებას.
მთავარი, რასაც მხარდამჭერები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახლად არჩეული თავმჯდომარისგან, ლევან ხაბეიშვილისგან მოელიან, მაქსიმალური აქტიურობა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გამოხსნაა.
De feminis - ვლადიმირ სოროკონის მოკლე პროზის კრებული, მწერლის ბოლო წიგნია, რომელიც ომამდე დაიწერა, თუმცა გამოსვლით 2022 წლის ივლისში გამოვიდა (De feminis, Corpus, 2022). კრებულის სათაურიდანაც ჩანს, რომ წიგნი ქალების შესახებაა. რატომ ქალები? „კაცებმა ჩაისვარეს, ახლა მათზე წერა აღარ არის საინტერესო“-ო
მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატის ფავორიტად ბელგიელი მოციგურავე, 23 წლის ლუნა ჰენდრიქსი ითვლებოდა, 20 წლის ანასტასიამ ქალაქ ესპოში, „ესპო მეტრო არენაზე“, მოკლე პროგრამის შესრულების შემდეგ პირველი ადგილი დაიკავა და თავისუფალი პროგრამის ოცდაოთხ მონაწილეს შორისაც საუკეთესო აღმოჩნდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების საკითხზე მორიგი, მე-9 სასამართლო პროცესი, 30 იანვარს, საქალაქო სასამართლოში, ენდოკრინოლოგ ლალი ჯავაშვილის გამოკითხვით გაგრძელდა.
უკრაინაში, ბრძოლის ველზე ჯერ ხმაურით გამოჩენილი და შემდეგ, მოულოდნელად გამქრალი თურქული დრონები - "ბაირაქთარები" (Bayraktar TB2) საინფორმაციო სივრცეში ისევ ბრუნდებიან.
ჩეხეთში 27-28 იანვარს იმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელიც საბოლოოდ გადაწყვეტს, თუ ვინ დაიკავებს ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს მომდევნო ხუთი წლის ვადით - ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი პარლამენტარი ანდრეი ბაბიში თუ პენსიაში მყოფი ნატოს გენერალი, პეტრ პაველი.
რა უპირატესობები აქვთ დასავლეთის შეიარაღებაში არსებულ ტანკებს „ლეოპარდებსა“ და „აბრამსებს“ საბჭოთა და რუსულ ტანკებთან შედარებით? როგორ და რისთვის გამოიყენებს უკრაინის არმია ახალ შენაძენს?
ჩამოტვირთე მეტი