ჰამასი და კრემლი დიდი ხნის პარტნიორები არიან. ჰამასის წარმომადგენლები რეგულარულად სტუმრობენ მოსკოვს და აწარმოებენ მოლაპარაკებებს რუსეთის ხელმძღვანელობასთან. ბოლო ასეთი ვიზიტი 2023 წლის მარტში შედგა, როდესაც ორგანიზაციის წევრები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ ბოგდანოვს შეხვდნენ.
„თქვენი ბრძოლა, ჩვენი ბრძოლაა, თქვენი უსაფრთხოება - ჩვენი უსაფრთხოება და თქვენი ფასეულობები - ჩვენი ფასეულობები. ამიტომ ჩვენ უკრაინას მხარს დავუჭერთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“.
ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტს რელიგიური ასპექტებიც აქვს. ორად გახლეჩლი იერუსალიმი და ჰებრონი საერთო წინაპრების ფონზე. რა ყოფს და რა აერთიანებს ებრაელებსა და პალესტინელებს? რადიო თავისუფლება ესაუბრა ილიაუნის პროფესორს შედარებითი თეოლოგიის მიმართულებით, მალხაზ სონღულაშვილს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უარს ამბობს თბილისის მედიაციით აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებზე. „წინააღმდეგი ვართ ლოგიკისა, რომელიც უკვე შეთანხმებული პრინციპებიდან გამოგვიყვანს“, - ამბობს იგი.
შეიძლება თუ არა, რუსეთს ეთამაშა როლი ისრაელში „ჰამასის“ შეჭრაში - მოვლენაში, რომელიც რეგიონულ ომში გადაზრდის საფრთხეს შეიცავდა?
შავი ზღვის უსაფრთხოება ნატოს გამოწვევად რჩება, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე. ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო პორტის გახსნის გეგმა შავი ზღვის მთელი რეგიონის საფრთხედ განიხილება. „ქართული ოცნებისთვის“ კი ეს თემა პოლიტიკური ოპონენტების „არაადეკვატურ წამოკნავლებად“ მიიჩნევა.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას არაფერი უთქვამს ისრაელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა ადგილობრივი მედია და განსაკუთრებით კი Telegram-არხები აქტიურად განიხილავენ როგორც ჰამასის თავდასხმას ისრაელის ქალაქებზე, ასევე ისრაელის არმიის საპასუხო იერიშს ღაზის სექტორზე.
10 ოქტომბერს 7-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლოში ორი პოლიციელი დაიკითხა. რობერტ ბზიშვილმა და გაიოზ გაგნიძემ სასამართლოს უთხრეს, რომ მშვიდობიანი აქცია მათ თვალწინ გადაიქცა ძალადობრივად და ხალხის მასამ არ მისცა საშუალება, დაეკავებინათ სამართალდამრღვევები.
მიხეილ აჯიაშვილი (მიხაილ არდენ) საქართველოდან ისრაელში 22 წლის წინ გადასახლდა, როცა 17 წლისა იყო. დღეს ის ისრაელის მოქალაქეა, თელ-ავივთან ახლოს ცხოვრობს და როგორც ისრაელის ყველა მოქალაქე, ვისაც სამხედრო სამსახური აქვს გავლილი, ისიც მოელის ომში გაწვევას, თუ ეს ქვეყანას დასჭირდა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოში მორიგი ვიზიტისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „შუა დერეფნის“ მნიშვნელობას და დაინტერესება გამოხატა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტით.
ჩამოტვირთე მეტი