პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის სამართლებრივი ნაწილი ბევრისთვის მოსალოდნელი შედეგით დასრულდა - საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტის საფუძველი დაადგინა. პროცესი პარლამენტში გაგრძელდება.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებები ახლო აღმოსავლეთში განახლებულ ომთან დაკავშირებით სავსეა ცუდად შენიღბული სიხარულით.
თბილისის საქალაქო სასამართლოში “კარტოგრაფების საქმის” მორიგ სასამართლო სხდომაზე გამოიკითხა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე. ის 5 თვის განმავლობაში იკავებდა თავდაცვის მინისტრის პოსტსაც, 2014 წლის 4 ნოემბრიდან – 2015 წლის 1 მაისამდე.
9 ოქტომბერს, ჰამასის მიერ მოწყობილი სასაკლაოს მეორე დღეს, ჰარვარდის, მსოფლიოს ამ ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტის, 34 სტუდენტური ორგანიზაციის კოალიციამ განაცხადა, რომ „ისრაელის რეჟიმს აკისრებენ სრულ პასუხისმგებლობას ყველა ძალადობაზე, რომელიც ოკუპაციის მრავალი დეკადის განმავლობაში მიმდინარეობს“.
მოატარა კახეთი, აჩვენა ერეკლე II-ის სასახლე, ალავერდის მონასტერი, გააფორმა „ოქმი ოჯახის სფეროში თანამშრომლობაზე“ და კიდევ ერთხელ მიიღო მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად - ირაკლი ღარიბაშვილი სამი დღე მასპინძლობდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და მის მინისტრთა კაბინეტს.
2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 5.2%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე დაყრდნობით იგეგმება, რაც ექსპერტების შეფასებით, მოკრძალებული მაჩვენებელია წინა წლებში ეკონომიკის დუღილთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებების ფონზე.
7 ოქტომბერს, რუსმა კომენტატორმა მარატ ბულატოვმა, რომელიც კრემლის მომხრე შოვინისტრი ტელეწამყვანის, ვლადიმირ სოლოვიოვის არხზე, გადაცემა „ Z -ს დღე“-ს ( «День Z“) უძღვება, შოუ რუსეთის პრეზიდენტისთვის 71-ე დაბადების დღის მილოცვით დაიწყო.
5 ოქტომბერს განათლების სამინისტრომ იმ საჯარო სკოლების სია გამოაქვეყნა, სადაც დირექტორთა არჩევნები გაიმართება. ამ დღეს გაირკვა, რომ საქართველოს 927 სკოლაში დირექტორების არჩევნები ფაქტობრივად არ ჩატარდება.
საქართველოს მთავრობამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან „ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება გააფორმა.
ისრაელის ქალაქ აშკელონს ღაზის სექტორისგან დაახლოებით 15-20 კოლომეტრი აშორებს და ის, ისრაელსა და რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომში ერთ-ერთი ცხელი წერტილია. აშკელონში დღეში რამდენჯერმე ირთვება „აზაკა“ - განგაშის სიგნალი, რასაც დაბომბვაც მოსდევს ხოლმე.
ჩამოტვირთე მეტი