რუსეთის არმია უზარმაზარი დანაკარგების ფასად ცდილობს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის აღებას. რუსეთის სარდლობა არ ზოგავს არც ცოცხალ ძალას, არც ჯავშანტექნიკას. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ავდეევკის იერიშს უკვე შეეწირა ექვსი ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურე.
კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქების კვიპროსელ ადვოკატ-კონსულტანტს, კრისტოდულოს ვასილიადისსა და მის კომპანიებს 2023 წლის აპრილიდან შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთისგან სანქციები აქვთ დაწესებული.
საქართველოს ინტერესებისთვის მიუღებელი ფორმატის - „3+3“-ის მორიგ შეხვედრას ირანმა უმასპინძლა. საქართველო შეხვედრებში არ მონაწილეობს, მაგრამ ფორმატის არითმეტიკაში კვლავ იგულისხმება - თურქეთთან, ირანთან, რუსეთთან, აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერთად.
საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ შედგა - საქართველოს პარლამენტში მმართველმა პარტიამ ვერ მოაგროვა 100 ხმა, რომელიც საჭირო იყო სალომე ზურაბიშვილის გადასაყენებლად. საკითხის პოლიტიკური შეხედულებებით გადაწყვეტამდე საქმის სამართლებრივი მხარე საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა.
40 კილომეტრი სიგრძეში და 10 კილომეტრამდე სიგანეში, ორ მილიონზე მეტი მოსახლით - ღაზის სექტორი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილია, სადაც პალესტინელები, ეთნიკური არაბები, ცხოვრობენ.
“როგორც მთავრობა, ასევე ოპოზიცია, რუსეთს საფრთხედ აღიქვამს, ასე რომ, ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, რუსეთთან მიდგომა არ შეიცვლება” - ეუბნება რადიო თავისუფლებას "ნიუ ისტერნ იუროპის" მთავარი რედაქტორი ადამ რაიხარდტი.
20 ოქტომბერს ორი მძევლის, ჯუდიტ (იუდიტ) რაანანისა და მისი 17 წლის ქალიშვილის ნატალი რაანანის გათავისუფლების მიუხედავად, - პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ ტყვეობაში უნდა რჩებოდეს 200-მდე მძევალი.
მთავრობის ნებართვის გარეშე, პრეზიდენტს ეკრძალება საგარეო ურთიერთობების საკითხებში ჩარევა, საუბარი საერთაშორისო ლიდერებთან, ნებისმიერი ფორმით და მათ შორის - სატელეფონო კომუნიკაციაც, - იურისტები ასე კითხულობენ საკონსტიტუციო სასამართლოს 16 ოქტომბერს გამოქვეყნებულ დასკვნას.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე, რასაც, შესაძლოა, ისრაელის სამხედრო ძალები წააწყდნენ ღაზის სექტორში - „ჰამასის“ მიერ გაყვანილი გვირაბების ქსელია.
ჩინეთთან ურთიერთობების დაახლოებისას „ჩვენ ჩვენი ინტერესი გვაქვს, - ამტკიცებს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა, - ეს ინტერესი „შუა დერეფანსა“ და ანაკლიის პორტზე გადის“.
ორ კომპანიას, რომლებიც წლებია ტურისტებს ენგურის წყალსაცავზე ასეირნებდნენ, წელს საქმიანობა აუკრძალეს და იმ სტანდარტების დაცვა მოსთხოვეს, რომლებიც ქვეყანას კიდევ 2 წელი არ ექნება. მაშ რა დგას ამ აკრძალვის უკან და რატომ მისცეს ბიზნესმენებს შეუსრულებელი მისია?
დეიმონ უილსონი აშშ-ის დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტია 2021 წლიდან, 2011-2021 წლებში იყო აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი; 2007-2009 წლებში იყო ჯორჯ ბუშის სპეციალური თანაშემწე და უშიშროების საბჭოს ევროპის საკითხთა დირექტორი.
ჩამოტვირთე მეტი