სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ახალი ინიციატივა წარადგინა რეგიონული თანამშრომლობის შესახებ - „მშვიდობის გზაჯვარედინი“; განაცხადა, იმედი მაქვს, ბაქოსთან სამშვიდობო შეთანხმებას მალე მოვაწერთ ხელს და თურქეთთანაც მოვაგვარებთ ურთიერთობებსო.
მოსკოვის საპატრიარქო მოლდოვაში აღიქმება როგორც კრემლის ფორპოსტი და უკრაინაში რუსეთის შეჭრის ქომაგი.
მას შემდეგ, რაც ჟურნალმა „ინდიგომ“ ახალი თემატური ნომრის - „პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში“ გამოცემა და ამავე თემაზე საჯარო დისკუსია დააანონსა, რამდენიმე ტელევიზიამ ამ ამბისადმი მიძღვნილ სიუჟეტში კითხვა ასე დასვა: რა მიზანს ემსახურება ეს შეხვედრა?
„ქართული ოცნება“ ევროკავშირის დემოკრატიის ფონდს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოში ექსტრემიზის წაქეზებასა და არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს.
„ყირიმის პლატფორმა“ მსოფლიოს დარწმუნებას ცდილობს იმაში, რომ პუტინის შეჩერება მხოლოდ ძალითაა შესაძლებელი.
25 ოქტომბერს 7-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლომ 3 მოწმე დაკითხა და ფოტო- და ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლია. სასამართლოს ჩვენება მისცეს პროკურატურის მოწმეებმა - გამომძიებელმა სალომე შიოშვილმა, ექსპერტმა მედეა ჩუბინიძემ და სპეცრაზმელმა გიორგი ჭოველიძემ.
რუსეთის არმია უზარმაზარი დანაკარგების ფასად ცდილობს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის აღებას. რუსეთის სარდლობა არ ზოგავს არც ცოცხალ ძალას, არც ჯავშანტექნიკას. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ავდეევკის იერიშს უკვე შეეწირა ექვსი ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურე.
კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქების კვიპროსელ ადვოკატ-კონსულტანტს, კრისტოდულოს ვასილიადისსა და მის კომპანიებს 2023 წლის აპრილიდან შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთისგან სანქციები აქვთ დაწესებული.
საქართველოს ინტერესებისთვის მიუღებელი ფორმატის - „3+3“-ის მორიგ შეხვედრას ირანმა უმასპინძლა. საქართველო შეხვედრებში არ მონაწილეობს, მაგრამ ფორმატის არითმეტიკაში კვლავ იგულისხმება - თურქეთთან, ირანთან, რუსეთთან, აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერთად.
საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ შედგა - საქართველოს პარლამენტში მმართველმა პარტიამ ვერ მოაგროვა 100 ხმა, რომელიც საჭირო იყო სალომე ზურაბიშვილის გადასაყენებლად. საკითხის პოლიტიკური შეხედულებებით გადაწყვეტამდე საქმის სამართლებრივი მხარე საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა.
40 კილომეტრი სიგრძეში და 10 კილომეტრამდე სიგანეში, ორ მილიონზე მეტი მოსახლით - ღაზის სექტორი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილია, სადაც პალესტინელები, ეთნიკური არაბები, ცხოვრობენ.
“როგორც მთავრობა, ასევე ოპოზიცია, რუსეთს საფრთხედ აღიქვამს, ასე რომ, ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, რუსეთთან მიდგომა არ შეიცვლება” - ეუბნება რადიო თავისუფლებას "ნიუ ისტერნ იუროპის" მთავარი რედაქტორი ადამ რაიხარდტი.
ჩამოტვირთე მეტი