ანტისემიტური პროტესტის მონაწილეების მიერ მაჰაჩყალის საერთაშორისო აეროპორტის დარბევიდან ერთი დღის შემდეგ, „ტელეგრამის“ შემქმნელმა პაველ დუროვმა არხის „დილა დაღესტნის“ ბლოკირების შესახებ განაცხადა. ხელისუფლებამ არხი არეულობის მოწყობაში დაადანაშაულა.
„ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ფრიდონ ინჯია ითხოვს, მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა ამომრჩევლებმა არაელექტრონული პირადობის მოწმობებით ე.წ. ლამინირებული პირადობითაც შეძლონ. არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია ამ ცვლილებაში გაყალბების საფრთხეს ხედავენ.
30 ოქტომბერს 7-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლომ დაკითხა პოლიციელი, რომელმაც ის 29 მარტს დააკავა. გიორგი ავალიშვილი აწერს ხელს როგორც გრიგორიადისის დაკავების, ისე ჩხრეკის ოქმს. მან სასამართლოს უთხრა, რომ 21 წლის ბრალდებული, წინააღმდეგობას სწევდა დაკავებისას.
რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების რაოდენობა სწრაფად იზრდება. რუსეთის ტუროპერატორები და ტურისტული პორტალები წინასწარ აქვეყნებენ შეთავაზებებს - „მზიან, სტუმართმოყვარე“ საქართველოში სტუმრობის მსურველებისთვის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს საჯარო მოხელის დეკლარაცია 9-ჯერ აქვს შევსებული, მათგან უახლესი - 2023 წლის 30 ოქტომბერს. ყველაზე ძველი კი - 2012 წლის დეკემბერს, როცა მან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრად დაიწყო მუშაობა.
ოქტომბრის ბოლოს მოსკოვის საქალაქო დუმის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ევგენი სტუპინმა, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს (ეფესბე) მიმართა თხოვნით, რომ დაიწყონ მოკვლევა მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის მიმართ.
ისრაელში ჩერქეზული თემი 5 ათასამდე ადამიანს ითვლის. ჩერქეზთა უმეტესობა ცხოვრობს სოფელ ქფარ-კამაში, რომელიც მდებარეობს ქფარ-ტავორსა და შარონას შორის. ათასამდე ჩერქეზი ცხოვრობს - რიჰანიაში, ზემო გალილეაში. როგორც ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლები ამბობენ, ისინი ისრაელის ერთგული მოქალაქეები არიან.
1 ნოემბერს ჯგუფი "ბულიონი" თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო პერფორმანსს გამართავს. ხელოვანთა ეს შოუ იცვლება იმის მიხედვით, თუ სად იდგმება - სხვადასხვა დროს "პროტესტი" მოეწყო ბელარუსში, გერმანიაში, რუსეთსა და საქართველოში.
ანტისემიტურმა პოგრომმა მაჰაჩყალის აეროპორტში, სადაც გავეშებული ბრბო დაეძებდა ისრაელის მოქალაქეებს, ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს ებრაელებს კავკასიაში არასოდეს დაედგომებოდათ.
მეორე დღეა უკრაინის მედიაში ციტატების სახით ქვეყნდება ამერიკულ გამოცემა Time-ში გამოქვეყნებული სტატია, რომლის თანახმად უკრაინის პრეზიდენტი თურმე მოკავშირეებზე გაბრაზებულია, თავად კი თავს იტყუებს გამარჯვებაზე საუბრით, მაშინ როდესაც ფრონტის ხაზზე მყოფი ზოგიერთი მეთაური უარს ამბობს იერიშზე გადასვლაზე.
სახალხო დამცველმა შეწყვიტა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, გოგა რაზმაძის საქმის წარმოება და ამით არ დაადგინა მის მიმართ უწყების მაღალჩინოსნების, მათ შორის მინისტრის მოადგილის მხრიდან განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტები.
ათობით ათასი შეუცვლელი კულტურის არტეფაქტი იქნა მიტაცებული რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში. ამ კამპანიას ზოგი კრიტიკოსი ძარცვას, სხვები ისტორიულ რევიზიონიზმს უწოდებენ.
ჩამოტვირთე მეტი