როგორ უნდა დაუპირისპირდეს ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის არჩევნებზე, ცალ-ცალკე თუ ერთიანი ძალებით? – ეს საკითხი კვლავ საკამათოდ რჩება. ამ ფონზე ყურადღება მიიპყრო „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ფეისბუკპოსტმა - „შუა უნდა შეიკრიბოს“, სამი ძახილის ნიშნით.
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, შეიმუშაოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ანალოგი და დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები ყველა იმ პირს, რომლებიც ოკუპაციის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელი.
უკრაინის „ევრომაიდნის“ დაწყების 10 წლისთავის წინა დღეებში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს კვლავინდებურად სურს მისი ძალაუფლებიდან ჩამოშორება, რისთვისაც წლის ბოლოს იგეგმება სპეციალური ოპერაცია კოდური სახელწოდებით „მაიდანი 3“.
ევროპარლამენტი 23 ნოემბერს უყრის კენჭს რეზოლუციას, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მომზადდა.
ირანის სტრატეგია ახლო აღმოსავლეთში, არსებითად, ძველ ანდაზას ამართლებს: მიეცით თქვენს მარიონეტებს და პარტნიორებს იარაღი და ისინი ბრძოლას კიდევ ერთი დღით გააგრძელებენ. მაგრამ, ასწავლეთ მათ იარაღის კეთება და თქვენ შეძლებთ აიძულოთ ისინი, მუდამ ებრძოლონ თქვენს მტრებს.
„ეროვნული ბანკის მმართველის მიერ სანქციების აღსრულების წესის ცვლილებამ საქართველო დააბრუნა ევროკავშირის რადარზე… საქართველო ევროკავშირისთვის სანქციების აღსრულების კუთხით ყველაზე პრიორიტეტულ 5 ქვეყანას შორისაა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სანქციების საკითხების ექსპერტი, ტომ კიტინგი.
2024 წლის 1 სექტემბრიდან რუსეთის საშუალო სკოლის სასწავლო პროგრამას დაემატება ახალი საგანი „სამშობლოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საფუძვლები“, რომელიც ჩაანაცვლებს „სიცოცხლის უსაფრთხოების საფუძვლებს“.
21 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი “კარტოგრაფების საქმეზე”. მან გაიხსენა 2005 წელს გამართული უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც საზღვრის დამდგენი კომისიის საქმიანობა განიხილებოდა.
ჩამოტვირთე მეტი