პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ნათქვამს, რომ სომხეთი „ერთმნიშვნელოვნად და სრულად“ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მწვავედ შეხვდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. სოხუმელმა ლიდერებმა ფაშინიანს შეახსენეს, რომ „აფხაზეთში 42 000 სომეხი ცხოვრობს“.
რუსეთის ხელისუფლებამ, ომში მონაწილეობის მიზნით, პატიმრობიდან გაათავისუფლა დენის გორინი, სერიული მკვლელი და კანიბალი, რომელიც მეორე სასჯელს იხდიდა მკვლელობისა და გვამის წაბილწვისათვის.
საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში არიან, ე.წ. სასამართლოს გამართვის მოლოდინში. ამის შესახებ მათი ნათესავები საუბრობენ.
ევროპარლამენტი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელების დასჯას ითხოვს; ხოლო საქართველოს პარლამენტში ჯერ ისევ ბუნდოვანია 12 დღის წინ წარდგენილი რეზოლუციის ბედი.
„აზერბაიჯანში არ არის თქვენი ოპერაციების ადგილი“, - ეუბნება ბაქო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-სა და მის ხელმძღვანელს, სამანტა პაუერს.
თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების ახალ წესებს ადგენს. ცვლილებები სტუდენტებსა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეეხებათ.
შემცირდება თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი, ჯერჯერობით უცნობია. დაფინანსების წესის ცვლილებაზე მსჯელობა პარლამენტის წევრების მიერ მომზადებულმა კანონპროექტმა განაახლა. ცვლილებები არა ოპოზიციამ, არამედ მმართველი პარტიის წევრებმა მოითხოვეს. ოპოზიციამ ინიციატივა მოიწონა.
როგორ უნდა დაუპირისპირდეს ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის არჩევნებზე, ცალ-ცალკე თუ ერთიანი ძალებით? – ეს საკითხი კვლავ საკამათოდ რჩება. ამ ფონზე ყურადღება მიიპყრო „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ფეისბუკპოსტმა - „შუა უნდა შეიკრიბოს“, სამი ძახილის ნიშნით.
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, შეიმუშაოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ანალოგი და დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები ყველა იმ პირს, რომლებიც ოკუპაციის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელი.
უკრაინის „ევრომაიდნის“ დაწყების 10 წლისთავის წინა დღეებში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს კვლავინდებურად სურს მისი ძალაუფლებიდან ჩამოშორება, რისთვისაც წლის ბოლოს იგეგმება სპეციალური ოპერაცია კოდური სახელწოდებით „მაიდანი 3“.
ჩამოტვირთე მეტი