უკრაინის იმიერკარპატების რეგიონში დღეს დასრულდა 128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადის ათობით მებრძოლის დაღუპვის გამო გამოცხადებული სამდღიანი გლოვა.
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული წინასწარი გადაწყვეტილება ევროკომისიამ 8 ნოემბერს, ბრიუსელის დროით 12 საათის შემდეგ უნდა გამოაცხადოს. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო დეკემბერში მიიღებს.
ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონის კატასტროფული ვარდნის გამო აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკა იძულებულია ელექტროენერგია რუსეთიდან მიიღოს.
„ქართული ოცნება“ და მისი მოკავშირეები ბოლო დროს სულ უფრო ხშირად იხსენებენ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს, რომლის ჩაგდებაც უმრავლესობას, 2023 წლის გაზაფხულზე, მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ მოუწია. მმართველმა პარტიამ მაშინ პირობა დადო, რომ სადავო კანონს აღარასდროს მიუბრუნდებოდა.
რუსეთის პრეზიდენტზე შეთქმულების თეორიები წლებია ვრცელდება. ზოგი ამტკიცებს, ავადაა და მალე მოკვდებაო, ზოგი კი ამბობს, უკვე მკვდარია და მის ორეულს ვუყურებთო. მსგავს ჭორებს სიმართლისა არაფერი ეტყობა ხოლმე და ამ ტექსტში აგიხსნიით, რატომ ჩნდება ისინი.
„ღმერთი ძალას აძლევს "ჰამასის" ხალხს, რომ იბრძოლონ“ - ერთი კვირის წინ მარნეულში პალესტინელი ხალხისადმი სოლიდარობის აქცია სამხედრო დაჯგუფება „ჰამასის“ მხარდამჭერ, ანტისემიტურ და ანტიდასავლურ დემონსტრაციად გადაიქცა.
ისრაელს, რომელმაც მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის საპასუხოდ "ჰამასს" ომი გამოუცხადა, რეგიონში და მის გარეთ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. თუკი ვითარება დაიძაბება, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ებრაული სახელმწიფო შეტევის სამიზნე გახდეს არაერთი მხრიდან.
2 ნოემბერს ყარაჩაი-ჩერქეზეთში დეპორტაციის ხსოვნის დღე აღნიშნეს. ზუსტად 80 წლის წინ, 1943 წლის 2 ნოემბერს დაიწყო დაახლოებით 70 ათასი ყარაჩაელის ყაზახეთსა და ყირგიზეთში „გასახლების ოპერაცია“, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ოქტომბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ოჩამჩირეში სამხედრო ფლოტის შეყვანას და მუდმივი საზღვაო ბაზის გახსნას გეგმავს. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურა მრავალი წელია ძლიერდება, განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ. მოსკოვი მუდმივად აახლებს სამხედრო ბაზებს.
ბოლოდროინდელი ფოტოები აჩვენებს, რომ რუსეთი საბჭოთა წარსულს იყენებს უკრაინაში განთავსებული ჯარების საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად, რადგან კრემლის ამოცანები სულ უფრო ბუნდოვანი ხდება.
ანტისემიტური პროტესტის მონაწილეების მიერ მაჰაჩყალის საერთაშორისო აეროპორტის დარბევიდან ერთი დღის შემდეგ, „ტელეგრამის“ შემქმნელმა პაველ დუროვმა არხის „დილა დაღესტნის“ ბლოკირების შესახებ განაცხადა. ხელისუფლებამ არხი არეულობის მოწყობაში დაადანაშაულა.
„ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ფრიდონ ინჯია ითხოვს, მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა ამომრჩევლებმა არაელექტრონული პირადობის მოწმობებით ე.წ. ლამინირებული პირადობითაც შეძლონ. არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია ამ ცვლილებაში გაყალბების საფრთხეს ხედავენ.
ჩამოტვირთე მეტი