ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმამ და შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ბოლოდროინდელი სიმწვავე აშკარა გახადა და კიდევ უფრო დაძაბა ვითარება.
ორ კვირაზე მეტია, ჰაერის ხარისხის გამზომი მობილური აპლიკაციები გვირჩევენ, გარეთ გასვლის შემთხვევაში პირბადე გამოვიყენოთ ჰაერში არსებული მყარი ნაწილაკებისგან თავდასაცავად.
ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი, ერთ დროს პრეზიდენტ ზელენსკისთან დაახლოებული ოლიგარქი იჰორ კოლომოისკი, სახალხო დეპუტატი სტოლარი - ეს იმ პირთა არასრული ჩამონათვალია, რომელთა სახლებსა და ოფისებში 1 თებერვალს თითქმის ერთდროულად ჩაატარეს ჩხრეკა უკრაინელმა სამართალდამცველებმა.
ევროკავშირ-უკრაინის სამიტს, რომელიც 3 თებერვალს კიევში გაიმართება, უკრაინის ხელისუფლება „მძლავრ სიგნალს“ უწოდებს, ხოლო მიმდინარე კვირას პრეზიდენტი ზელენსკი „ევროინტეგრაციულად“ აცხადებს.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების მორიგ სხდომაზე ომბუდსმენის კონსილიუმის წევრები თენგიზ წულაძე, გრიგოლ ხურციძე, "ვივამედის" მედდა და "ემპათიის" ექსპერტი გალინა კარმუშინა გამოკითხეს. სხდომის დასაწყისში კლინიკიდან დისტანციურად ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი.
რუსეთის მიერ ბახმუტისა და სოლედარის მიმართულებით იერიშების გააქტიურებასთან ერთად, შესამჩნევად გააქტიურდნენ რუსეთის აგენტებიც, რომლებიც სადაზვერვო ცნობებს აწვდიან რუსეთის არმიას და ასევე ძირგამომთხრელ მუშაობას ეწევიან უკრაინის ზურგში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული არჩევნების შედეგს სხვადასხვაგვარად უყურებენ ოპოზიციური პოლიტიკური ძალები და ასევე სხვადასხვაგვარია მათი ხედვა სამომავლო შესაძლო გაერთიანებებთან დაკავშირებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსული და ბელარუსული კომპანიების შექმნილი სახის, თითის ანაბეჭდებისა და იარაღის ამომცნობი პროგრამების შენახვა, ტექნიკური აღჭურვა და განახლება ყოველწლიურად ასიათასობით ლარი უჯდება.
ჩამოტვირთე მეტი