სერიოზული განხეთქილება მოჰყვა უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას, სანქციები დაუწესდეთ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს და კიდევ რამდენიმე პირს.
29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მთელი ქონება დაუყადაღეს უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს უფროს ვაჟს ოლექსი პოროშენკოს, რომელმაც უარი თქვა გადაეხადა სამხედრო სამსახურიდან თავის არიდებისთვის დაწესებული 56 ათასი ჰრივნის (დაახლოებით 1328 $) ოდენობის ჯარიმა.
ბალტიის ზღვის ფსკერზე და მის გარშემო განლაგებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დასაცავად ნატოს ხელმძღვანელობა ახალ მისიას, „ბალტიის გუშაგს“ (Baltic Sentry) აამოქმედებს.
ევროპის საზღვრებთან მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომი და ევროპის უსაფრთხოება იყო მთავარი განსახილველი თემები ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (ეპგ) სამიტზე, რომელიც 7 ნოემბერს ბუდაპეშტში, პუშკაშის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
თვე არ გავა, რომ ბელარუსში დიდი სასჯელები არ მიუსაჯონ რეჟიმის ოპონენტებს. 2 ივლისს მინსკის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად გამოუტანა განაჩენი 20 ანალიტიკოსსა და ექსპერტს. ისინი დამნაშავედ მიიჩნიეს შეთქმულების გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და "ექსტრემისტულ ფორმირებაში" მონაწილეობის საქმეზე.
ინგლისის ისტორიულ სასახლეში დღეს 50-ზე მეტი ევროპელი ლიდერი შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
საფრანგეთი: მოსალოდნელი გამარჯვების ნაცვლად, ულტრანაციონალისტი პოლიტიკოსის, მარინ ლე პენის პარტია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მესამე ადგილზე გავიდა. თუმცა ჯერჯერობით ბუნდოვანია, ვინ და როგორ ჩამოაყალიბებს ახალ მთავრობას.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელმაც უკრაინისა და რუსეთის ომში მომრიგებლის ამოცანის შესრულება იკისრა, უკრაინაში ვიზიტიდან მესამე დღეს, 5 ივლისს, მოსკოვში ჩაფრინდა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.
გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტული პარტია გამანადგურებელი სხვაობით იმარჯვებს. სულ რამდენიმე დღეში, ბრიტანეთს, რომელიც სიდიდით მსოფლიოს მეექვსე ეკონომიკაა, ახალი მთავრობა და პრემიერ-მინისტრი ეყოლება.
2024 წლის ოქტომბერში მოლდოვაში ტარდება მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგზეც დიდწილად იქნება დამოკიდებული - შეინარჩუნებს მოლდოვა ევროინტეგრაციისკენ აღებულ კურსს თუ კვლავ დაუბრუნდება მოსკოვის ორბიტას.
ჩამოტვირთე მეტი