ახალციხის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო ბარათები რიგდება. გასული წლებისგან განსხვავებით,„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, ფერმერები დახმარებას შეცვლილი ფორმით იღებენ.
სახელმწიფოს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი პროექტი - „დანერგე მომავალი“ - იწყება.
ეროვნული ბანკი არ აპირებს პოლიტიკურ დებატებში ჩართვას, - ასე გამოეხმაურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, 26 თებერვლის განცხადებას.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო საკონსულტაციო კომპანია PMCG-ს კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი თაკო ჯუღელი.
საქართველოში მოქმედმა მსხვილმა კომერციულმა ბანკებმა მიიღეს ეროვნული ბანკის შეთავაზება და წარმოადგინეს გეგმა, თუ როგორ შეუმსუბუქონ ფიზიკურ პირებს დოლარში აღებული სესხის ტვირთი.
26 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ბესო ნამჩავაძე, "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (GRASS) ეკონომისტი.
ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ეკონომიკური გაჯანსაღების პერსპექტივებზე იმსჯელეს მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა და ბიზნესმენებმა.
უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტა 25 პროცენტით გაუფასურდა. ამ მოვლენების ფონზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა, თუ პირველად მედიკამენტებზე ფასები კიდევ უფრო გაიზარდა, ფასების შესანარჩუნებლად და შესამცირებლად სახელმწიფო დოტაციას მიმართავსო.
ლარის კურსის მაჩვენებელი დოლართან მიმართებაში ყოველდღიური ღელვის საგანია ქუთაისში. ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების დაფაზე გამოსახული ნიშნულები მოსახლეობის უკმაყოფილებას სულ უფრო ხშირად იწვევს.
სახელმწიფოს მიერ ბიზნესის უშუალოდ წარმოება დიდად ეფექტური საქმე რომ არ გახლავთ, ამას სახელმწიფო აუდიტის მიერ წელს გამოქვეყნებული „სახელმწიფო საწარმოების მართვისა და განკარგვის ეფექტიანობის აუდიტის“ შედეგებიც მოწმობს.
აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამაში, რომელიც, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, 2014წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა და, გარკვეული პირობების გათვალისწინებით, მთავრობის მიერ სუბსიდირებას მოიაზრებს, ცვლილებები შევიდა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ მისია საქართველოში იმყოფება. მისიის წარმომადგენლები ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ლარის კურსსა და ეკონომიკაში არსებულ პრობლემურ საკითხებს განიხილავენ.
ჩამოტვირთე მეტი