Accessibility links

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის კვლევა ჩაატარა. ორგანიზაცია დაეყრდნო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კვლევებსა და 2014 წელს საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობა 2002 წლის შემდეგ, დაახლოებით, 15%-ით შემცირდა. კვლევის მიხედვით, მოსალოდნელია 2017-2018 წლებში ქვეყანაში შობადობის მხრივ კრიზისი დაიწყოს, ამიტომაც საჭიროა სახელმწიფომ გადამჭრელ ზომებს მიმართოს. გიორგი გოგუა კვლევის შედეგებისა და რეკომენდაციების შესახებ ესაუბრა ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის თავმჯდომარეს ლევან ავალიშვილს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG