Accessibility links

9 აპრილი - თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღე


25 წლის წინ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ ნანატრი დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს იყო დაგვირგვინება ხანგრძლივი და სისხლიანი პროცესისა, რომლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევა 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი ღამე, როდესაც საბჭოთა იმპერია უმოწყალოდ გაუსწორდა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს. იმ ღამით თბილისში, რუსთაველის გამზირზე 21 ადამიანი დაიღუპა მათი უმეტესობა ქალი იყო. დღეს ჩვენ თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობაზე ვილაპარაკებთ და მოვუსმენთ და გავიხსენებთ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საქართველოს უახლესი ისტორიის შექმნის პროცესში. გადაცემის სტუმრები არიან: ფიქრია ჩიხრაძე - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში და ნესტან კირთაძე - “ქართულ-აფხაზური და ოსური საერთაშორისო მოძრაობის” ლიდერი, პოლიტიკოსი, პროფესორი. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG