ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 თბილისის დრო 22:07

რუბრიკები / ჯარისკაცი და სახელმწიფო

„არ მინდა სამშობლოს ვუჩივლო“, - ამბობს ქართველი გენერალი, რომელსაც ამბოხებას აბრალებდნენ

გენერალი კობა კობალაძე და ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძე ბარისახოში, 2002 წლის სექტემბერი.
გენერალი კობა კობალაძე და ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძე ბარისახოში, 2002 წლის სექტემბერი.

მულტიმედია

აუდიო
  • „არ მინდა სამშობლოს ვუჩივლო“, - ამბობს ქართველი გენერალი, რომელსაც ამბოხებას აბრალებდნენ

ტექსტის ზომა - +
5 მაისს სამი წელი გავიდა მუხროვანის მოვლენებიდან, რომლის შედეგადაც „სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ამბოხების მომზადების“ ბრალდებით საბრალდებო სკამზე უპრეცედენტო რაოდენობის ( 41 ) სამხედრო და სამოქალაქო პირი აღმოჩნდა.

მათ შორის იყო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილე, ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის ორდენის ერთადერთი კავალერი, გენერალი კობა კობალაძე, რომელმაც საპატიმროში 9 თვე დაყო და აქედან 40 დღე პროტესტის ნიშნად იშიმშილა. ოფიცერს, რომელიც საქართველოს ყველა კონფლიქტში იბრძოდა და გაგრის დაცვის დროს სასიკვდილოდაც კი იყო დაჭრილი, პროკურატურამ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობაში - ფაქტობრივად, სამშობლოს ღალატში - დასდო ბრალი.

აბსურდის თეატრი და პრეზიდენტის უაპელაციო ბრალდება

ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, რომელიც სამხედრო სამსახურს საკუთარი ნებით ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩამოშორდა, სამართალდამცველებმა 2009 წლის 5 მაისს თავის სახლთან მას შემდეგ დააკავეს, რაც მოქმედ ოფიცერთა ერთმა ჯგუფმა მუხროვანის სატანკო ბაზაზე დაუმორჩილებლობა გამოაცხადა.  კობა კობალაძე სამი წლის წინანდელ მოვლენებს დიდ „აბსურდის თეატრს“ უწოდებს:

„ჩემთვის იყო ეს - და დღემდე ასე ვფიქრობ - საკმაოდ დიდი აბსურდის თეატრი. თანაც, როდესაც შეგრძნება გაქვს იმის, რომ რაღაც სახელმწიფო  დასჯის კონვეიერში ხარ მოხვედრილი - არავის არ აინტერესებს შენი განცდა, შენი სიმართლე, შენი ხედვა და იყავი თუ არა იმ მომენტში იქ და მონაწილეობდი თუ არა რაღაც მოქმედებაში.“
გენერალი კობალაძე მისახედი იყო ბევრად ადრე. და ეს ყოფილი გვარდიელები და სხვადასხვა ელემენტები, რომლებიც თავისუფლად დაყიალებდნენ საქართველოში და თქვენ ეს ძალიან კარგად იცოდით ...

„სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობისათვის“ გენერალ კობა კობალაძის მიმართ წაყენებული უმძიმესი ბრალდება კი ეფუძნებოდა მხოლოდ ერთადერთი მოწმის, გადამდგარი მაიორის გია ღვალაძის სიტყვიერ ბრალდებას, რომელიც გამოძიების პროცესში რამდენჯერმე შეიცვალა. თუმცა, როგორც კობალაძე მიიჩნევს, მისი დაპატიმრების პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს უმაღლესი ხელისუფლებისგან მოდიოდა. მიხეილ სააკაშვილმა 5 მაისს, მუხროვანის მღელვარების განეიტრალების შემდეგ, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით, სახელმოხვეჭილ ოფიცერს კრიმინალი უწოდა:

„გენერალი კობალაძე მისახედი იყო ბევრად ადრე. და ეს ყოფილი გვარდიელები და სხვადასხვა ელემენტები, რომლებიც თავისუფლად დაყიალებდნენ საქართველოში და თქვენ ეს ძალიან კარგად იცოდით... თქვენ ძალიან კარგად იცოდით, რომ ამ ხალხს ბოროტების გარდა საქართველოსათვის არაფერი გაუკეთებიათ არასოდეს. და ესენი არიან ჩამოყალიბებული თავიანთი მენტალიტეტით, აქვთ აბსოლუტურად კრიმინალური გადახრა. კობალაძეს არ უნდა ებოგინა ამდენ ხანს საქართველოში.“

საქართველოს პრეზიდენტის ამ მრისხანე განცხადების შემდეგ ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ გენერალი კობა კობალაძე უმკაცრესად დაისჯებოდა და სასამართლო მასაც ისევე მიუსჯიდა მაქსიმალურ ვადას, 28 და 19 წელს, როგორც მუხროვანის ამბოხის უშუალო მონაწილეებს, რეინჯერთა ბატალიონის მეთაურს ლევან ამირიძეს და  სატანკო ბატალიონის მეთაურს შოთა გორგიაშვილს, რომლებმაც არ აღიარეს ამბოხის ორგანიზების ბრალდება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

დანაშაული თუ დაუმორჩილებლობა ღირსების გადასარჩენად?

ღირს გავიხსენოთ, რომ გორგიაშვილმა და ამირიძემ წინასწარი გამოძიების დროს განაცხადეს, რომ მუხროვანში ისინი შეიკრიბნენ მხოლოდ დაუმორჩილებლობის ნიშნად, რადგან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში განცდილი მძიმე მარცხიდან ერთი წლის თავზე არ მიიჩნევდნენ გამართლებულად  26 მაისის სადღესასწაულო სამხედრო აღლუმში მონაწილეობის მიღებას. ოფიცრების საქციელს მძიმე დანაშაულად არ თვლის გენერალი კობა კობალაძე, რომელიც პირადად იცნობდა ყველა ოფიცერს, რომლებიც „მუხროვანის ამბოხის“ საქმეზე ბრალდებულებად გადიოდნენ:
ეს კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ ადამიანი არაფრისგან არ ხარ დაზღვეული. მაგრამ როდესაც პარალელს ავლებ იმასთან, რომ ჩემს შემთხვევაში დიდ სიბოროტეზე გაიმარჯვა პატარა სიბოროტემ ...

„ნორმალური და არგუმენტირებული ოფიცრები იყვნენ და არიან. ჩვენ რომ ვისაუბროთ ამირიძეზე, ზუსტად მისი მეთაურობით იყვნენ აყვანილნი 2008 წლის აგვისტოს ომში ტყვედ რუსული ბომბდამშენის მფრინავები. კახა კობაიძის [მესამე ქვეითი ბრიგადის] ნაწილი კი საომარი მოქმედების დასრულების შემდეგ იყო ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი, რომელმაც, მისი ხელმძღვანელობით, უდანაკარგოდ და ორგანიზებულად დატოვა ის არეალი და ის რეგიონი.“

თუმცა მოსამართლე ჯუმბერ კოპალიანმა პროკურატურის მიერ წაყენებული გამამტყუნებელი განაჩენი 40-მდე პირის მიმართ დადასტურებულად მიიჩნია. დანაშაულის შეკრებითობის პრინციპით, ყველაზე ხანგრძლივი - 29 წლით - თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა გადამდგარ პოლკოვნიკ კობა ოთანაძეს, რომელიც გლდანში, 21 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მძიმედ დაჭრილი, დააპატიმრეს. სპეცოპერაციისას მასთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი ეჭვმიტანილი პოლკოვნიკი, გია კრიალაშვილი, რომელიც ადგილზე დაიღუპა. ბრალდებულთა უმრავლესობამ, დაახლოებით 25-მა პირმა, საპროცესო შეთანხმებას მოაწერა ხელი და აღიარა ამბოხებაში მონაწილეობა. ერთადერთი ეჭვმიტანილი, რომლის მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ კოპალიანმა არ გაიზიარა ბრალდების ერთადერთი სადავო მოწმის გია ღვალაძის ჩვენება, გენერალი კობა კობალაძეა, რომელიც 9 თვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა. თუმცა სასამართლომ მას დაუტოვა აღკვეთის მუხლი იარაღის უკანონო ტარებისათვის, რასაც გენერალი კობალაძე „მცირე ბოროტებას“ უწოდებს:

„ეს კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ ადამიანი არაფრისგან არ ხარ დაზღვეული. მაგრამ როდესაც პარალელს ავლებ იმასთან, რომ ჩემს შემთხვევაში დიდ სიბოროტეზე გაიმარჯვა პატარა სიბოროტემ და ჩემზე უფრო ახალგაზრდა ოფიცრები დარჩნენ იქ 29 და 30 წლიანი ვადებით, უკვე დრო აღარ გრჩება, რომ შენს თავზე იფიქრო და შენი თავის გამო რაღაც უკმაყოფილება გამოხატო.“
სტრასბურგში სარჩელი უნდა ყოფილიყო შემდეგი ინტერპრეტირებით; „გენერალი კობალაძე საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ...

მიზეზი, რომელიც სარჩელზე მეტია

კობა კობალაძეს ადვოკატები ურჩევდნენ, რომ საქმეს ბოლომდე მიჰყოლოდა, რათა მოხსნოდა ნასამართლეობა და ბოლომდე მოეხდინა საკუთარი თავის სამართლებრივი რეაბილიტირება. მაგრამ იარაღის უკანონო ტარების განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელის გაგზავნაზე კი თავად კობა კობალაძემ თქვა უარი ერთი მიზეზით:

„თავად ინტერპრეტირებამ შემიქმნა ბარიერი. სტრასბურგში სარჩელი უნდა ყოფილიყო შემდეგი ინტერპრეტირებით; „გენერალი კობალაძე საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.“ მე ვკითხე [ადვოკატებს] შეიძლებოდა თუ არა სხვა ფორმა მომეძებნა. როდესაც მითხრეს, რომ არ შეიძლებოდა სხვა ფორმულირება, მაშინ  გადავწყვიტე უარი მეთქვა სტრასბურგის  სასამართლოზე. ამას ემატება ისიც, რომ ჩემზე უარეს მდგომარეობაში ის შემადგენლობა იყო, რომელიც ციხეში დარჩა.“

ცოტა ხნის წინ გენერალმა კობა კობალაძემ და მისმა თანამოაზრეებმა კვლავ ააღორძინეს არასამთავრობო ორგანიზაცია „გენერალთა კლუბი“, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაა ზოგადად სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვა, მათ შორის - საპატიმროებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების სამართლებრივ-იურიდული და ფინასური დახმარების ორგანიზება. ამ საქმეში ხელის შემშლელი საქართველოში ბევრია, დამხმარე კი - ცოტა, ამბობს კობა კობალაძე. თუმცა მას იმედი აქვს, რომ ორგანიზაცია სხვადასხვა სამეცნიერო, საკონსულტაციო და პუბლიცისტური საქმიანობით მოახერხებს გარკვეული სახსრების მობილიზებას, რათა ცოტათი  მაინც შეუმსუბუქოს ცხოვრება 2009 წლის 5 მაისის სამხედრო ამბოხის საქმეზე მსჯავრდებული იმ ოფიცრების ოჯახებს, რომლებმაც თავიანთი სიმართლის დასამტკიცებლად  საჩივარი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანეს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: mossad საიდან გვწერთ: iqidan
10.05.2012 16:19
იმ დროს როდესაც ეს ადამიანი ქვეყნისათვის იბრძოდა, მიშა თავაშვებული დარბოდა ხან ამერიკაში ხან ევროპაში "განათლების" მისაღებად, იმ განათლების რომელსაც ქვეყნის სასიკეთოდ არცერთხელ გამოუნათებია. განსხვავებით იმ ხალხისა და იმ ბიჭებისა, რომლებმაც საკუთარი სისხლი დაღვარეს ქართულ მიწაზე ქართული მიწის შესანარჩუნებლად. ორგანიზებული ჯარი და დღევანდელი გენერლობის სახე 3 დღეში დასრულებული და წაგებული ომია. ხოლო იმ გენერლების და იმ მეთაურობის სახელის უკვდავსაყოფად აფხაზეთიც კი კმარა სადაც კბილებით იბრძოდნენ მამულიშვილები, და დღეს ამ ვაი მთავრობას წითელ ხიდზე რიგი ედგა რომელი გაასწრებდა და რომელი ადრე გაიყვანდა თავიანთ ნაბიჭვარს

ავტორი: მათე
06.05.2012 21:35
მიდი რა,რაგატკები ისროლე:)))

ავტორი: GERMANE
06.05.2012 16:24
ეხ, კობა, კობა-ბატონო, თქვენზე უკეთ აბა ვინ იცის, თუ რა "ბრძოლები" გაქვთ გამოცდილი. მე აფხაზეთშიც თქვენთან "ახლოს" ვიყავი და ფოთშიც - არც თქვენიანი ვყოფილვარ და არც თქვენი მოწინააღმდეგე -ყველაფრის მნახავი კი გახლავართ.
რომელი გენერლები გიდგანან გვერდით, ბატონო კობა?
ლიკვიდირებულ გენერლებს თუ იხსნებთ ხოლმე განსხვავებული სასმისით - შევარდნაძის ბოლო წლებში ლიკვიდირებულებს ვგულისხმობ.

ავტორი: Shavnabadeli საიდან გვწერთ: Goridan
06.05.2012 13:30
მართალია ხარ, ბატონო კობა - პოლიტიკოსები მიდიან დამოდიან, სამშობლო კი რჩება. სიმართლე თავის გზას იპოვის. საქართველოს კი უმრავლოს შენნაირი თავდადებული ვაჟკაცები.

ავტორი: ხუთკუნჭულა საიდან გვწერთ: ჭურიდან
06.05.2012 13:11
ამ სტატიას თუ დავუჯერებთ, საქართველოში არც სამხედრო გადატრიალება მომხდარა 92-ში, არც კიტოვანს უთარეშია, არც ჯაბას... ლოგიკა ისეთი გაქვთ, თითქოს სამხედრო გადატრიალებას სამხედროები კი არა, ქალაქის დასუფთავების სამმართველოს განკარგულებაში მყოფი მეეზოვეები აწყობენ...
ვახტანგ გორგასლის სამივე ხარისხის ორდენის ერთადერთი კავალერი შეიძლება არაა ამ შემთხვევაში დამნაშავე, მაგრამ იარაღს ატარებდა თუ არა, ამის თქმა რატომ გიჭირთ? თუ ამ პიროვნებაზე ექსტრა კანონები უნდა ვრცელდებოდეს და იარაღის ტრიალის უფლება წაგებული ომებით დაიმსახურა?

ავტორი: ანონიმი
06.05.2012 13:09
გენერალი ინაურის სამშობლოს და მის მიერ გამოზრდილ დემოკრატიზატორებს უჩივლოს.

ყველაზე პოპულარული