Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ВОВА, დაიბრუნე შენი ნამესტნიკი, #გახარია, წადი!“ - ქუთაისში გრძელდება სამოქალაქო პროტესტი


„ВОВА, დაიბრუნე შენი ნამესტნიკი, #გახარია, წადი!“ - ამ მოწოდებით ქუთაისში განახლდა ანტისაოკუპაციო პროტესტი. ისტორიულ „თეთრ ხიდზე“ აქცია-პერფორმანსი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაგეგმეს და განახორციელეს. მათ ხიდიდან გადაჰკიდეს დიდი ზომის ბანერი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა, და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გამოსახულებით. პერფორმანსის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს 20 ივნისის ღამით მომხდარი და გახარიას გადადგომა მოითხოვეს.

„ვოვა, დაიბრუნე შენი "ნამესტნიკი", გახარია, წადი!", - ამ მოთხოვნით ბანერი გამოვფინეთ, მოვითხოვთ თანამდებობა დატოვოს გიორგი გახარიამ, როგორც მთავარმა დამნაშავემ ამ პროცესებში. არ გავჩერდებით, ვიდრე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება“, - განაცხადა „პოსტერუმ ქუთაისის“ წევრმა ოთარ კაჭკაჭიშვილმა.

აქციის ორგანიზატორთა შეფასებით, ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, რადგან საზოგადოება დაყოფილია და ადამიანები ღიად უპირისპირდებიან ერთმანეთს, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის, „რუსეთის ზრახვებს კი საქართველოში ივანიშვილი და გახარია ახორციელებენ, სწორედ ამიტომ მივმართავთ პუტინს“,- ამბობენ პერფორმანსის მონაწილეები.

„ჩვენი უპირობო მოთხოვნაა გიორგი გახარიას გადადგომა. მიუხედავად იმისა, რომ აქციების მეოცე დღეა, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ დავიღლებით და პერმანენტულად გავაპროტესტებთ 20-21 ივნისის მოვლენებს“, - განაცხადა გიორგი გველესიანმა, წევრმა სამოქალაქომოძრაობისა „რუსეთი ოკუპანტია“.

აქციის მონაწილეებმა „თეთრ ხიდზე“ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და სიმბოლურად ერთმანეთს თვალზე ხელი ააფარეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG