Accessibility links

ანდერძი ავთანდილისა III


ანდერძი ავთანდილისა III
please wait

No media source currently available

0:00 0:28:56 0:00
Direct link
ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით exegi monumenum („ძეგლი ავაგე“), რომელშიც, როგორც წესი, მსოფლიო ლიტერატურის დიდ პოეტურ ნიმუშებზე ვამახვილებთ თქვენს ყურადღებას, ამთავრებს საუბარს "ვეფხისტყაოსნის" კვინტესენციად აღიარებულ ნაწილზე, რომელსაც „ანდერძი ავთანდილისა“ ეწოდება და რომელშიც, როგორც წვეთში აისახება ოკეანე, ისე აისახება მთელი პოემა და მთელი სამყარო. დღევანდელ გადაცემაში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ქართული ლიტერატურის ერთ-ერთ მთავარ სტრიქონზე, რომლისგანაც იშვა ბარათაშვილი და ხელახლა დაიბადა საქართველო. „თუ საწუთრომან დამამხოს“... ავთანდილმა იცის, რომ ნესტანის პოვნა, ტარიელისა და ნესტანის სიყვარულის გადარჩენა მხოლოდ მას შეუძლია და როდესაც ამ გრანდიოზულ მითოსურ ამოცანას შეასრულებს, როდესაც გველეშაპს მთვარეს ამოანთხევინებს, როსტევანი მას გაუგებს და აპატიებს საკუთარ სამშობლოში თავის უშუალო მოვალეობაზე უარის თქმას; მხოლოდ უცაბედ სიკვდილს შეუძლია მისი შეფერხება („სცდების და სცდების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად“) და ამ შემთხვევაშიც მას გაუგებს როსტევანის მოწყალე-მლმობელი გული. შეიძლება, უცხოეთში მოკვდე, მშობელმა ვერ დაგიტიროს, დაზრდილებმა ვერ შეგსუდრონ, მისანდობლის ხელი ვერ შეგეხოს, მაგრამ მეფის გული შეგიწყალებს. და მაინც, როგორც შოთას დიდი მემკვიდრე იტყვის, ცუდად არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება. საერთოდ, რისთვის იბადება ადამიანი, რა არის სიყვარული, რა არის თავგანწირვა, რა არის თავდადება, რა არის ვაჟკაცის ნამდვილი მოვალეობა, რისთვის სჭირდება ადამიანს ფილოსოფოსთა ბრძნობის ცოდნა, რისთვის უნდა იყო მუდმივად მზად, როგორ უნდა შეხვდე პირნათლად მეგობარს მიღმურ სამყაროში, როგორ უნდა მოახმარო შენი სიცოცხლე ბრძოლას და სიკვდილი – მონათა თავისუფლებას, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.
XS
SM
MD
LG