როგორ მიმდინარეობს ტურისტული სეზონი აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში?
მოუსმინეთ სოხუმელებს, რომლებსაც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი ანაიდ გრიგორიანი ელაპარაკა.
როგორ აფასებთ ტურისტულ სეზონს? ბევრი ტურისტია წელს?
ლუდმილა: ხალხი არის. მიმაჩნია, რომ შარშანდელთან შედარებით, მეტი დამსვენებელია. ქალაქიც უფრო სუფთაა, ატმოსფეროც უფრო საზეიმო, "საკურორტოა", რაზეც ბევრია დამოკიდებული.
ალა: ხალხი ცოტაა. მაინც არასაკმარისად გვაქვს ტურისტების მომსახურების კულტურა. ალბათ, ასეა.
თქვენს გარემოცვაში არის ისეთ ხალხი, ვინც დამოკიდებულია ტურისტულ სეზონზე? იქნებ, კაფეს ფლობენ?
ალა: დიახ, მე მაღაზია მაქვს, ფარდული. ძალიან ცუდად მიდის ვაჭრობა.
ვაგარშაკ: ძალიან ცოტაა. არ ვიცი, რა მიზეზია. ალბათ, ყირიმის გამო - ხიდი გახსნეს და ყველამ იქით მიაშურა. ვიმედოვნებთ, ხალხი ჯერ ისევ ჩამოვა.
თქვენს გარემოცვაში არის ისეთ ხალხი, ვინც დამოკიდებულია ტურისტულ სეზონზე?
ვაგარშაკ: რა თქმა უნდა, ბევრი ელოდება სეზონს, რათა როგორღაც გამოიმუშაოს ფული, ამის გარეშე შეუძლებელია. მეორე სამსახურივითაა, სარგებლობენ იმით, რომ სეზონია და ასრულებენ რაღაც სამუშაოს.
დიანა: მეჩვენება, რომ ბევრი ტურისტია. ყველგან ტურისტები არიან - ზღვაზე, რესტორან „ნართააში“ - რაც ძალიან სასიამოვნოა! სიმართლე გითხრათ, მომწონს, კმაყოფილი ვარ. ვისურვებდი, მეტნი ჩამოსულიყვნენ.
მანანა: ზაფხულის დაწყებისას მომეჩვენა, რომ ამ სეზონისთვის საკმარისი რაოდენობის ტურისტი იყო, მაგრამ ახლა ცოტანი არიან, ყოველ შემთხვევაში, ასევე ქალაქ სოხუმში. გაგრაში ვიყავით, ახლახან დავბრუნდით - გაგრაშიც ასეა, თუმცა არ იმდენი, რამდენიც შარშან იყვნენ.
პრაქტიკულად ყველა ნათესავი, მეზობელი, მეგობარი - ყველა დამოკიდებულია ტურისტულ სეზონზე. სხვანაირად, როგორ? ჩვენ თვითონაც ვმასპინძლობთ დამსვენებლებს. ამ დროისათვის არც ერთი დამსვენებელი არ გვყავს. შარშან, ამავე დროს, მინიმუმ, 5-6 კაცი იყო...
თქვენს გარემოცვაში არის ისეთ ხალხი, ვინც დამოკიდებულია ტურისტულ სეზონზე?
მანანა: კი, გვყავს ნაცნობები, მაგრამ, როგორც მესმის, დიდი გაჭირვებით იზიდავენ ტურისტებს.
როგორ ფიქრობთ, რატომ?
მანანა: შესაძლოა იმიტომ, რომ უსაფრთხო არ არის.
ინა: მე თვითონ პატარა სასტუმრო მაქვს, არავინ მოსულა.
რომელ რაიონში მდებარეობს სასტუმრო?
ინა: ტურბაზაა, სანატორიუმ სოხუმი ემ-ვე-ო-ს მახლობლად. ჩემი აზრით, შარშან ოდნავ უფრო მეტი ტურისტი იყო.
რადამ: ველოდებით. ალბათ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი რომ დასრულდება, ყველაფერი უკეთესად იქნება.
თქვენს გარემოცვაში თუ არიან ადამიანები, რომლებიც დამოკიდებული არიან ტურისტულ სეზონზე?
რადამ: პრაქტიკულად ყველა ნათესავი, მეზობელი, მეგობარი - ყველა დამოკიდებულია ტურისტულ სეზონზე. სხვანაირად, როგორ? ჩვენ თვითონაც ვმასპინძლობთ დამსვენებლებს. ამ დროისათვის არც ერთი დამსვენებელი არ გვყავს. შარშან, ამავე დროს, მინიმუმ, 5-6 კაცი იყო.
რომელ რაიონში?
რადამ: ვაგზლის რაიონში, ბეიგუაას ქუჩაზე.
იანა გულია: ჩვენთან ჩამოდიან რუსეთის სხვადასხვა რაიონიდან, ძალიან მოსწონთ, განსაკუთრებთი მუჰაჯირების სანაპირო. წელს ბევრია ტურისტია აქ. საერთოდაც, ყოველ წელს ჩამოდიან, კარგი ამინდი გვაქვს, კარგი ზღვა, მოსწონთ აქაურობა.
თქვენს ნაცნობებში თუ არიან ადამიანები, რომლებიც დამოკიდებული არიან ტურისტულ სეზონზე?
იანა გულია: ჩემს ბიძას აქვს სასტუმრო გაგრაში. უნდა გითხრათ, რომ გაგრაში ბევრად მეტი ტურისტია, ვიდრე სოხუმში.
როგორ მიდის ტურისტული სეზონი?
იანა გულია: ყველაფერი კარგადაა. ჩამოდის ხალხი, წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი. წელს ბიძაჩემს ბევრად მეტი ტურისტი ჰყავს. ყველაფერი კარგადაა.