Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17 წლიანი "ფრონტი" დიღმის ტყე-პარკისთვის


17 წლიანი "ფრონტი" დიღმის ტყე-პარკისთვის
please wait

No media source currently available

0:00 0:23:22 0:00

„ჩემი ეთერში მოსვლის მიზანი არის, მივმართო თბილისის მერს უმორჩილესი თხოვნით, მიმიღოს და დამელაპარაკოს. მე ვარ ადამიანი, რომელმაც მიუძღვნა ქალაქს 17 წელი“, - ამბობს ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცის“ ხელმძღვანელი, ანა გაბრიაძე რადიო თავისუფლების ეთერში და ყვება იმ პროექტის შესახებ, რომლითაც დიღმის ტყე-პარკში რესტორნის მშენებლობა იგეგმება. ნებართვა 2018 წლის ოქტომბერშია გაცემული თბილისის მერიის მიერ და ამიტომაც სურს ანა გაბრიაძეს თბილისის მერ, კახა კალაძესთან შეხვედრა: „ბატონო კახი, თქვენი ჭირიმე, ასე არ შეიძლება! მე მქონდა კონტაქტი ჭიაბერაშვილთანაც, უგულავასთანაც, რომლის დროსაც გაყალბდა ეს რუკა, მაგრამ მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა და ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა დავით ნარმანიასთან, რომლის უზომოდ მადლობელი ვარ, რადგან ძალიან ყურადღებიანი იყო ამ ტერიტორიის მიმართ. ნამდვილად, ასე ეთერით, „ფეისბუკით“ ურთიერთობა არ არის მიზანშეწონილი. მინდა ვცადო დაგარწმუნოთ, მოგიყვეთ, აგიხსნათ. ამას ვცდილობ ერთი წლის განმავლობაში. არ მინდა შევაფასო ის მდგომარეობა, რომელშიც დღეს ვართ, რადგან იმედს ვიტოვებ, რომ რაღაც მოლაპარაკება შედგება“, მიმართავს ანა გაბრიაძე კახა კალაძეს და ამბობს, რომ ტყე-პარკში არ შეიძლება არანაირი მშენებლობის დაშვება: „ცოცხალი ბუნების კერის, ანუ ფაქტობრივად, ნაკრძალის შენარჩუნების შანსი აქვს დღეს თბილისს. ეს შენობა თუ აშენდა, მთლიანად შეიცვლება ტერიტორიის ფუნქცია“. „დილის საუბრების“ სტუმრის თქმით, დიღმის ტყე-პარკიდან, რომელიც 75 ჰექტარს მოიცავდა, დარჩენილია 20,5 ჰექტარი. მის ტერიტორიაზე შეჭრილია ბენზინგასამართი სადგურები, აგრეთვე „კია მოტორსის“ შენობა, რომელიც თბილისის მერმა 14 ივლისის კომენტარში, დიღმის ტყე-პარკის დაცვისთვის გამართული საპროტესტო აქციის პასუხად, ახსენა: „იქ, სადაც არაფერია გაშენებული და საკმაოდ დიდი ტერიტორიაა, უკვე წამოღებული აქვს დედაქალაქის მუნიციპალიტეტს. რაც შეეხება იმ კონკრეტულ ტერიტორიას, რომელზეც არის განთავსებული „კიას“ ცენტრი, იქ გაკეთდება ორანჟერეა, რომელიც არის ძალიან ლამაზი და იმ კონკრეტულ სივრცეში ჯდება, რადგან დღეს არის ავტოტექგასამართი სადგური, რომელიც არის ძალიან მძიმე და ცუდ მდგომარეობაში. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ორანჟერეის სახით განხორციელდეს პროექტი, რომელიც იმ სივრცეში აუცილებლად ჩაჯდება“. ანა გაბრიაძე ხაზს უსვამს სწორედ იმას, რომ დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე აკრძალულია ყველანაირი მშენებლობა. რაც შეეხება ორანჟერეას, ანა გაბრიაძე განმარტავს: „სამწუხაროდ, 2018 წლის 15 ოქტომბერს თბილისის მერიამ შეზღუდვის ზონაში გასცა მშენებლობის ნებართვა - მრავალფუნქციური კომპლექსის, „ორანჟერეის“ მშენებლობის. „ორანჟერეა“ არის მხოლოდ დასახელება. სულ აცხადებენ, რომ არის „კია მოტორსის“ ადგილას და მის კონტურში. სინამდვილეში „კია მოტორსის“ შენობას უკავია 1800კვ/მ და არის ერთსართულიანი, „ორანჟერეის“ შენობას მიწის ზედაპირზე უკავია 3600კვ/მ, ანუ ორჯერ დიდია, პლუს არის ოთხსართულიანი. საერთო ფართია 6500კვ/მ. მარტო სამზარეულო და სასაწყობე ფართები არის 600 კვ/მ. გვერდზე საბანკეტო დარბაზი, მეორე სართულზე კიდევ ერთი დარბაზი (მრავალფუნქციური). ნახაზებიდან ჩანს, რომ ეს არის სარესტორნე დარბაზი. მესამე სართულზე არის ანტრესოლი და ისევ სარესტორნე მაგიდები ხატია. რეალურად ეს არის რესტორანი, მორთული გამწვანებით. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. იქ მშენებლობაა აკრძალული საერთოდ“. ანა გაბრიაძე იხსენებს, რომ წლების წინ ხელისუფლება პირდებოდა მოსახლეობას დიღმის ტყე-პარკის მიწის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნებას. პროცესი 2007-ში დაიწყო და დღეს სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია ტერიტორიის 52,4% - 106687 კვ/მ. აქედან კერძო მესაკუთრეებიდან დაბრუნდა 102343 კვ/მ. წლების მიხედვით დაბრუნების დინამიკა ასეთია: 2007 წელს - 16779კვ/მ, 2008 წელს - 2150 კვ/მ, 2009 წელს - 3123 კვ/მ, 2010 წელს - 53 683 კვ/მ, 2012 წელს - 4142კვ/მ, 2016 წელს - 64 კვ/მ, 2017 წელს - 26407 კვ/მ, 2018 წელს 339 კვ/მ. გარემოს დამცველი აცხადებს, რომ დღეს მას სჭირდება ყველა იმ ადამიანის მხარდაჭერა, ვინც ოდესმე ყოფილა მის გვერდით: „ამ 17 წლის მანძილზე ჩემს გვერდზე იყო უამრავი ხალხი და მე მათ ვთხოვ თანადგომას ახლაც“. იმის ასახსნელად, რა მნიშვნელობა აქვს ტყე-პარკის შენარჩუნებას და მასში სხვადასხვა მშენებლობის აკრძალვას, ანა გაბრიაძე „დილის საუბრებში“ იხსენებს ერთ შემთხ

XS
SM
MD
LG