Accessibility links

ანდერძი ავთანდილისა II


ანდერძი ავთანდილისა II
please wait

No media source currently available

0:00 0:30:00 0:00
Direct link

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით exegi monumenum („ძეგლი ავაგე“), რომელშიც, როგორც წესი, მსოფლიო ლიტერატურის დიდ პოეტურ ნიმუშებზე ვამახვილებთ თქვენს ყურადღებას, აგრძელებს საუბარს ვეფხისტყაოსნის კვინტესენციად აღიარებულ ნაწილზე, რომელსაც „ანდერძი ავთანდილისა“ ეწოდება და რომელშიც, როგორც წვეთში აისახება ოკეანე, ისე აისახება მთელი პოემა და მთელი სამყარო. ეს არის გამოკვეთილად რენესანსული ტექსტი. ავთანდილის ანდერძში ვერ იმალება ანტიკურობა. მაგალითად, სიტყვები „შეძლებაცა მანვე მომცა“ ანტიკური კონცეფციის გამოცვლენაა. შეგვიძლია გავიხსენოთ აგამემნონისა და აქილევსის კამათი „ილიადის“ პირველი სიმღერიდან, სადაც აგამემნონი ამტკიცებს, რომ აქილევსის ვაჟკაცობა მისი დამსახურება კი არ არის, არამედ ეს ღმერთების საჩუქარია, ღმერთმა მისცა აქილევსს შეძლება „ძლევად მტერთად“. ეს არის ანტიკური კონცეფცია, რომელსაც რუსთველი უნივერსალურ ღმერთს მიაწერს. ასევე სრულიად ანტიკურია „ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად“, რადგან ანტიკური ღმერთიც ზის და ადამიანი დგას, სხვათა შორის, ამაზე ლაპარაკობს უდიდესი ქრისტიანული ავტორიტეტი, პროკლოს დიადოქოსი, როდესაც „ილიადის“ პირველ სიმღერას განმარტავს. ანტიკურობის კვალი ჩანს ავთანდილის სიტყვებშიც „ პირისპირ მარცხვენს, ორნივე მივალთ მას საუკუნოსა“. აქ აშკარაა ალუზია „ოდისეასთან“, რომელშიც ჩვენი თანამემამულის, კოლხი დედოფლის, კირკეს შემწეობით ოდისევსმა ჰადესში ჩაიხედა და იქ სააქაოში მასზე გამწყრალმა აიას ტელამონის ძემ ხმა არ გასცა. ამ დრამატულ სცენას გაიმეორებს ენეასზე გამწყრალი დიდოც „ენეიდაში“. მსოფლიო ლიტერატურის ეს გენიალური შტრიხი განმეორებულია „ვეფხისტყაოსანში“, ავთანდილს არ უნდა ისე მოექცნენ, როგორც ოდისევსსა და ენეასს მოექცნენ, ამისთვის ისიც არ უნდა მოიქცეს ოდისევსისა და ენეასის მსგავსად, არ უნდა, ცბიერებით აჯობოს აიასსა და გული მოუკლას დიდოს. ესაა ჰიმნი ერთგულებისა, სიტყვის არ გატეხისა. ვაჟკაცობა ხომ მარტო ხმლის ქნევა არ არის, — ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

XS
SM
MD
LG