Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არინა თავაქარაშვილი: "თბილისს რომ მოადგებიან, მერე რას ვიზამთ?!"


არინა თავაქარაშვილი: "თბილისს რომ მოადგებიან, მერე რას ვიზამთ?!"
please wait

No media source currently available

0:00 0:53:13 0:00

“არის კი ეს ბორდერიზაცია? რეალობაა, რომ ოკუპანტმა სახელმწიფომ გადმოლახა უკვე ის ტერიტორია, რომელიც არასდროს ეკუთვნოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიას”, - ამბობს რადიო თავისუფლების ეთერში არინა თავაქარაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. ის თვლის, რომ გუგუტიანთკარამდე მოსულ პროცესის შეფასებისას საჭიროა მისი ფართო კონტექსტში განხილვა: „როცა ამ მოვლენაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება ერთი სოფელი და ერთი ნაწილი განვიხილოთ. მთლიანად უნდა შეფასდეს პროცესი, რომელშიც ვართ და შეიძლება ათვლის წერტილად არ ვაქციოთ არც 2008 წლის ომი და არც მცოცავი ოკუპაციით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და განსაკუთრებით უკვე შიდა ქართლში გადმოსვლა. გვჭირდება სერიოზული სტრატეგიული ხედვა და სერიოზული შესწავლა როგორ არის შემოსული რუსეთი და რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ სამივე მიმართულებით. ეს იქნება: სოციალური მიმართულება, რომ დავიცვათ ადამიანები და შევძლოთ მათთვის მიწების შენარჩუნება; სახელმწიფოებრივი უსაფრთხოება, როგორ შევინარჩუნოთ საქართველო როგორც ტერიტორია და სახელმწიფო და ეს იქნება მთლიანად პოლიტიკური პროცესი - როგორ ველაპარაკოთ უცხოეთში პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ჩვენ უძლური ვართ ასეთი ძლიერი ოკუპანტი სახელმწიფოს წინააღმდეგ და დაცვის რაიმე მექანიზმები მოინახოს“. არინა თავაქარაშვილი განმარტავს გუგუტიანთკარში ოკუპანტის მოსვლის სტრატეგიულ მნიშვნელობას: „ამ ტერიტორიას ესაზღვრება ისტორიული სოფელი დისევი, რომელიც ზევიდან დაჰყურებს მთელ გორის მუნიციპალიტეტს და სამხედრო თვალსაზრისით [რუსები] ყველა სიმაღლეს ფლობენ. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ახლა მოხდა სხვა ფაქტი: ზევითა კონტროლიდან მთელი ქვედა ნაწილის კონტროლი იწყება სოფელ გუგუტიანთკარიდან“. „დილის საუბრების“ სტუმარი ლაპარაკობს მიმდინარე პროცესზე არაადეკვატურ რეაქციაზე და კითხვას სვამს: „ძალიან მძიმე კითხვა მინდა დავსვა დასავლეთზე ორიენტირებული ადამიანებისათვის: თბილისს რომ მოადგებიან, მერე რას ვიზამთ?! კიდევ ვიტყვით, რომ არ შეგვიძლია წინააღმდეგობა?! რა თქმა უნდა, არ ვარ იმ აზრისა და იმ ასაკში, გულუბრყვილოდ ვთქვა, რომ შევძლებთ რუსეთთან იარაღით, ომით გამკლავებას. სხვადასხვა ფორმები არსებობს ბრძოლისა და ჩვენ ამას უნდა მივმართოთ: უნდა ვეცადოთ ავახმიანოთ მთელი მსოფლიო! უნდა ვეცადოთ სოციალური გარემო შევქმნათ ისეთი, რომ დაცული იყოს ქვეყანა! როცა გორის ბიუჯეტში რჩება ასათვისებელი თანხები, ერთი, ორი და სამი წელი და ვერ ვხედავთ ამ სოციალური გარემოს შექმნას, რომ ადამიანები ძლიერად იყვნენ და თვითონვე გაუწიონ წინააღმდეგობა. ვინც წინააღმდეგობას სწევენ, ხელისუფლება ცდილობს, მათ აღარ ჰქონდეთ მედიასაშუალებებთან ურთიერთობა და აღარ გააკეთონ განცხადებები. ეს არ არის სწორი გზა!“. არინა თავაქარაშვილი ამბობს სახელმწიფოებრივი ხედვის დეფიციტზეც: „გორში რომ შემოვლენ და დაიძვრებიან თბილისისაკენ, ჩვენ, ალბათ, მხოლოდ ერთ ნაწილს ადამიანებისა, შევაკვდეთ ამას, მაგრამ ეს ხომ არ იქნება სახელმწიფოს გადარჩენა! უფრო მეტად მოაზროვნე და სახელმწიფოებრივი ხედვის ადამიანები უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში. სამწუხაროდ, გორის ხელისუფლებას ეს ნამდვილად აკლია! ეს ჩემი პირადი ტკივილია! გორის ხელისუფლებას, რომელმაც რუსული „გაზიკები“ იყიდა, ბევრჯერ დარჩა ბიუჯეტი ასათვისებელი, გზებისა თუ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული თემების მოსაწესრიგებლად, რომელიც ქალაქს, ამ მხარეს ძალიან სჭირდება“. არინა თავაქარაშვილი თვლის, რომ სახელმწიფომ არათუ ხელი არ უნდა შეუშალოს ოკუპაციის მიმართ პროტესტს, არამედ ამისთვის ყველა პირობა უნდა შექმნას: „ყველა საშუალება უნდა მივცეთ საზოგადობას, რომ პროტესტი გამოხატოს იმის მიმართ, რაც ხდება, რომ ჩვენი ერთიანობა ნახოს ოკუპანტმა სახელმწიფომაც, დასავლურმა საზოგადოებამაც, საერთაშორისო ორგანიზაციებმაც“. რადიო თავისუფლების სტუმარი წუხს, რომ ვერ ხედავს ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის გრძელვადიან სტრატეგიულ ხედვას, რაშიც ბევრად დიდ რამეს დებს, ვიდრე სამხედრო სფეროა: „მტერი მტერია, ჩვენ ეს კარგად ვიცით, მაგრამ ცუდი ხელისუფლება, უნიათო ხელისუფლება და რიგ შემთხვევაში ჩინოვნიკები, რომლებიც ესწრაფვიან ძველ დროში დაბრუნებას, ჩემთვის სირცხვილის ტოლფასია! არ მინდა სიტყვა გამყიდველობა ვიხმარო, მაგრამ არასახელმწიფოებრივი ხედვაა და საქართველოს სახელმწიფოებრიობას უფსკრულისკენ მიაქანებს! რის გარშემო უნდა გავერთიანდეთ? იდეა არის სახელმწიფოებრიობა! იდეა არის ქვეყნის

დაწერეთ კომენტარი

ეპიზოდები

იხ. ყველა ეპიზოდი
XS
SM
MD
LG