Accessibility links

აქცია სოფელ კაბალში - ინდ. მეწარმეები დახმარებას პრეზიდენტს სთხოვენ


აქცია სოფელ კაბალში

ლაგოდეხში, სოფელ კაბალში, შემოსავლების სამსახურის მიერ დაჯარიმებეულმა ინდ. მეწარმეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განამვლობაში დაჯარიმებულია 20-მდე მაღაზიის მფლობელი, ჯარიმების რაოდენობა კი 3000-დან 80 ათას ლარამდეა. მეწარმეები თვლიან, რომ ჯარიმები უკანონოა, ამიტომ დახმარების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ.

20-მდე ადგილობრივი ინდ. მეწარმე შეიკრიბა ლაგოდეხის მუნციპალიტეტის აზერბაიჯანულენოვან სოფელ კაბალში მათთვის დაკისრებული ჯარიმების გასაპროტესტებლად. აქციაზე შეკრებილმა ბიზნესმენებმა, რომლებსაც სოფელში სხვადასხვა პროფილის მაღაზიები აქვთ, განაცხადეს, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 20-ზე მეტი მაღაზიის მეპატრონე დააჯარიმა. ჯარიმების რაოდენობა და კი მათივე თქმით, 3 000 ათასიდან 80 000 ლარამდეა. დაჯარიმებულთა შორის არის მუსტაფა ველიევი. ის ამბობს, რომ შემოსავლების სამსახურს მისთვის ჯერ გაფრთხლება უნდა მიეცა, იმის შესახებ თუ რას აკეთებდა კანონდარღვევით და მის გამოსწორებამდე ვადა მიეცა, თუმცა ადგილობრივი ინდ. მეწარმე ამბობს, რომ უწყებამ ის გაფრთილების გარეშე, პირდაპირ დააჯარიმა.

მუსტაფა ველიევი
მუსტაფა ველიევი

მუსტაფა ველიევი გვეუბნება, რომ გარკვეული საქონელი რომელიც მის მაღაზიაში იყიდება, ლილოს სავაჭრო ცენტრიდან აქვს მიტანილი, რომელსაც შესაბამისი წარმომავლობის საბუთები არ გააჩნია. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დაჯარიმებამდე მას სწორედ ამ დოკუემნტაციას სთხოვდა, რომელიც ვერ წარადგინა.

ადრე ჩვენი პატრონი იყო მიხეილ სააკაშვილი და მისი წასვლის შემდეგმთავრობა ყურადღებას აღარ გვაქცევს. ცოტახანში საქართველოში ალბათ 5 მილიონიდან მხოლოდ 500 კაციღა დარჩება

„უფაქტურო საქონელია შენთანო. ამას მედავებიან. მე კიდევ ვუთხარი სადაც მქონდა ეს საქონელი ნაყიდი. ეს არის ლილოს ცენტრალური სავაჭრო ცენტრი, სადაც ზოგ შემთვევაში საბუთს არ გვაძლევენ. ეს კარგად იცის შემოსავლების სამსახურმაც. ხომ შეიძლებოდა ჯერ გაფრთხილება მოეცათ და შემდეგ თუ არ შევასრულებდი მოთხოვნას, დავეჯარიმებინე? დამიწერეს 3 ათასი ლარის ჯარიმა. მე კაპიკის გადახდის საშუალება არ მაქვს და ვთხოვ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომ დაგვეხმაროს ჯარიმების გაუქმებაში“

სოფელ კაბალში დაჯარიმებული ბიზნესმენები ამბობენ, რომ პირველ ეტაპზე ისინი დახმარების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ, ხოლო თუ მათთვის დაკისრებული ჯარიმების ჩამოწერა არ მოხდება, შემდეგ ნაბიჯი იქნება საგამოძიებო უწყებები. პარალელურად მასშტაბურ აქციებს მოაწყობენ.

„ჩვენ კაპიკებზე ვმუშაობთ და ჯარიმები 3-4 ათასიდან იწყება. გადასახადებს ხომ ვიხდით და ამით მთავრობას ხომ რჩება მილიონები?! უკვე იმ ზარზე ვართ, რომ გადავსახლდეთ აქედან. პრეზიდენტი უნდა დაგვეხმაროს. ამ სოფელში 13 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და ყველა ქუჩაში გამოვალთ“

მე შემიძლია ჩემს უშუალო ხელმძღვანელს ბატონ ჯონდოს [ლაგოდეხის მერი] და ლაგოდეხის მაჟორიტარ დეპუტატს მოვახსენო ამ პრობლემის შესახებ. იქნებ მათ შეუძლიათ მეწარმეების დახმარება კომპეტენციის ფარგლებში.
ნამაზ ალახვერდოვი

„ადრე ჩვენი პატრონი იყო მიხეილ სააკაშვილი და მისი წასვლის შემდეგმთავრობა ყურადღებას აღარ გვაქცევს. ცოტახანში საქართველოში ალბათ 5 მილიონიდან მხოლოდ 500 კაციღა დარჩება, რადგან არსებული პირობების გამო ყველა საზღვარგარეთ მიდის“.

ჩვენ ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუკავშირდით, იმის გასარკვევად რატომ დაჯარიმდენ კონკრეტული ინდ. მეწრამეები და შესაძლებელია თუ არა მათ მოთხოვნების გათვალისწინება? უწყების წარმომადგენლები დაგვპირდნენ რომ, საკითხის გარკვევის შემდეგ კომენტარს გააკეთებდნენ, თუმცა კონკრეტული განმარტება მათი მხრიდან ჯერ არ გაკეთებულა.

დაჯარიმებული ინდ. მეწარმეები კი დახმარებას ადგილობრივი ხელისფლებისგანაც ითხოვენ. როგორც მერის წარმომადგენელმა სოფელ კაბალში ნამაზ ალახვერდოვმა გვითხრა, მას ერთადერთი რისი გაკეთებაც შეუძლია, ეს არის შუამავლის ფუნქცი იტვირთოს და მერთან და მაჟორიტარ დეპუტატთან მეწარმეების შეხვედრა უზრუნველყოს.

„მე შემიძლია ჩემს უშუალო ხელმძღვანელს ბატონ ჯონდოს [ლაგოდეხის მერი] და ლაგოდეხის მაჟორიტარ დეპუტატს მოვახსენო ამ პრობლემის შესახებ. იქნებ მათ შეუძლიათ მეწარმეების დახმარება კომპეტენციის ფარგლებში. სიმართლე რომ გითხრათ, მე არ ვიცი რატომ დააჯარიმეს, მაგრამ მე შემიძლია მივყვე ნებისმიერ დისტანციაში“

სოფელ კაბალში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ დაჯარიმებულ მეწარმეებს, იმედი აქვთ, რომ მათ მიმართვას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურება და საკითხი მათ სასარგებლოს გადაწყდება, სხვა შემთვევაში სამართლებრივი ბრძოლის და ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებას გეგმავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG