Accessibility links

ახალგორის საბავშვო ბაღებიდან თანამშრომლები ენის უცოდინრობის გამო გაათავისუფლეს


ახალგორი

ახალგორის საბავშვო ბაღებიდან ის თანამშრომლები გაათავისუფლეს, რომლებიც რუსულ და ოსურ ენებს არ ფლობენ. ადგილობრივი მოსახლეობა ამას ქართულენოვანი თანამშრომლების დისკრიმინიაციად აფასებს. რამდენიმე დღის წინ დაბაში ახალი საბავშვო ბაღის შენობა გახსნეს. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა და თვითაღიარებულ რესპუბლიკაში რუსეთის ელჩმა მარატ კულახმეტოვმა.

ახალგორში უკვე აღარ დარჩა აღარც სკოლა და აღარც საბავშვო ბაღი, სადაც იქ დარჩენილი ეთნიკური ქართველები განათლებას მშობლიურ ენაზე მიიღებდნენ. დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება ახლა ოსურ და რუსულენოვან საბავშვო ბაღებს ახალი კადრებით აკომპლექტებს, რომელთა პროფესიონალიზმი კითხვის ნიშნებს ბადებს.

ახალ საბავშვო ბაღში 60 აღსაზრდელი 4 ჯგუფში ისწავლის, სამაგიეროდ, ორი ძველი საბავშვო ბაღი საერთოდ გაუქმდა და თანამშრომლები სახლში გაუშვეს. ის პერსონალი რომელიც ერთდროულად რუსულ და ოსურ ენებს არ ფლობს, უმუშევარი დარჩა. მაგალითად, სკოლებში მასწავლებლებისთვის მხოლოდ რუსული ენის ცოდნაა აუცილებელი, ამიტომ იქ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების ცოლები უპრობლემოდ დასაქმდნენ. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, აქ ოსური და რუსული ენების ცოდნაა საჭირო და ამიტომ დაბაში მეზობელი ოსური სოფლებიდან ის მცხოვრებლები ჩაჰყავთ, რომლებიც ოსურს კარგად ფლობენ, მაგრამ პედაგოგიური განათლება არ გააჩნიათ. ახალგორის მცხოვრები, სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, რომ ქართველების გარდა ეს შეზღუდვა ოსურ ოჯახებსაც შეეხო და არაერთი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა. მისი თქმით, ეს ადამიანები დაბის დატოვებას და წეროვანში გადასვლას ფიქრობენ. მეარაყიშვილის აზრით, ბიბილოვის პოლიტიკა სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ დაბა ქართულენოვანი მოსახლეობისგან დაცარიელდეს.

ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის ქართულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაცია. მისი თქმით, უსინდისოა ის, ვინც ასეთ გადაწყვეტილებას იღებს და ეთნიკურ ქართველებს ახალგორში არსებობის საშუალებას უსპობს.

ახალგორში უკვე აღარ დარჩა აღარც სკოლა და აღარც საბავშვო ბაღი, სადაც იქ დარჩენილი ეთნიკური ქართველები განათლებას მშობლიურ ენაზე მიიღებდნენ. დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება ახლა ოსურ და რუსულენოვან საბავშვო ბაღებს ახალი კადრებით აკომპლექტებს, რომელთა პროფესიონალიზმი კითხვის ნიშნებს ბადებს. საჯარო სკოლებში კი სწავლა უკვე მთლიანად რუსულ ენაზე გადავიდა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG