Accessibility links

რუსეთზე საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულების რისკები


რუსეთზე საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულების რისკები
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:22:57 0:00

რუსეთის პრეზიდენტის მიერ პირდაპირი სამგზავრო ავიამიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებამ და შემდეგ დუმის მიერ სავარაუდო სანქციების შესახებ მსჯელობამ კონკრეტული ეკონომიკური ეფექტის გარდა, ნეგატიური მოლოდინი შექმნა, რაც დამატებით მავნე ზემოქმედებას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი, ბესო ნამჩავაძე რადიო თავისუფლების ეთერში აანალიზებს რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების მასშტაბსა და რეალურ რისკებს: „რუსეთზე ვართ ეკონომიკურად დამოკიდებული, ბუნებრივია, მაგრამ გვაქვს სპეციფიკური სფეროები, სადაც უფრო ვართ დამოკიდებული. რუსეთთან საერთოდ რომ შეწყდეს ეკონომიკური ურთიერთობა, ზოგს შეიძლება საერთოდ არ შეეხოს, თუ ეს ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისში არ გადავა. მაგრამ, არიან ადამიანები, რომლებისთვისაც რუსეთიდან შემოსული თანხა შეიძლება ერთადერთი წყარო იყოს. ყველაზე მეტი ფული შემოდის ტურიზმიდან იმიტომ, რომ ძალიან გაიზარდა ბოლო წლებში მათი რაოდენობა: შარშან მილიონზე მეტი ტურისტი შემოვიდა რუსეთიდან. შემდეგ ადგილზეა ფულადი გზავნილები და შემდეგზე - ქართული პროდუქციის ექსპორტი. ინვესტიციები და სხვა წყაროები ძალიან უმნიშვნელო თანხებია. ამ სამ წყაროზეა ლაპარაკი. ეს რუსეთმაც კარგად იცის და ამ სამს ასახელებს: ტურისტებს აღარ გამოუშვებს, ექსპორტს აგვიკრძალავს, ფულად გზავნილებს შეზღუდავს, მაგრამ ეგ უკვე გააკეთა რამოდენიმეჯერ. 2006-2007 წლებში ყველაზე მეტად დახურული იყო, მაგრამ არ ნიშნავს, რომ სრულიად ჩაიკეტა ეს წყაროები. ბუნებრივია, ექსპორტი ძალიან შემცირდა მაშინ, განსაკუთრებით - ღვინის ექსპორტი, ყველაზე მკაცრი კონტროლი ამაზე ჰქონდა, მაგრამ ფულადი გზავნილები გაიზარდა 2007 წელს. 2006 წლის დეპორტაციების შემდეგ 80%-იანი ზრდა იყო გადმორიცხული თანხების. ტურიზმიც, როგორც კი უვიზო რეჟიმი დავუწესეთ რუსეთს, იზრდება და იზრდება“. ბესო ნამჩავაძე თვლის, რომ ზოგჯერ გადაჭარბებით არის ხოლმე წარმოდგენილი რუსეთის სავარაუდო სანქციების შესაძლო ეფექტი: „მაგალითად, ეკონომიკის მინისტრი გუშინ საუბრობდა 4 მილიარდ ლარის ზარალზე, რაც ტყუილია, პირდაპირ შეიძლება ითქვას. რომ, თითქოს, რამდენიმე თვეში დავკარგავდით 4 მილიარდ ლარს და სწორედ ეგაა შემაშფოთებელი, რომ ეკონომიკის მინისტრი კიდევ უფრო აპანიკებს მოსახლეობას“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ზოგადად არასწორად თვლის მკვეთრ რეაქციებს რუსეთის სანქციებზე: „არც პანიკაში უნდა ჩავვარდეთ და თუ პუტინი გვეტყვის რაღაცებს არ დაგიწესებთო, ესეც არ უნდა ვიზეიმოთ. ცივი გონებით, პრაგმატულად უნდა ვპასუხობდეთ ამ ნაბიჯებს. აქამდე თუ ვერ ვხვდებოდით, ახლა ხომ ვიცით, რომ რუსეთისგან ნაშოვნი ფული არის ბერკეტი რუსეთის ხელში. საინტერესოა, რას გავაკეთებთ ხვალიდან და როგორ შემცირდება ეს დამოკიდებულება? ცოტა ხნის წინ დავთვალე და ჩვენი ეკონომიკის დაახლოებით 10%-ია სულ რუსეთიდან შემოსული ფული. 2011 წელს იყო 6%. 10% ცოტა არ არის - ეს დამოკიდებულება არის შესამცირებელი“. ბესო ნამჩავაძის თქმით, 2006-2007 წლებში რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების პასუხად ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციაზე რომ არ ეზრუნა საქართველოს, დღეს გაცილებით მეტად იქნებოდა დამოკიდებული ეს დარგი რუსეთის ბაზარზე. „დილის საუბრების“ სტუმარი ამბობს, რომ რუსეთის ბაზარი თავისთავად არის იმდენად რისკიანი, რომ კრემლის მიერ სანქციების დაწესების გარეშეც მნიშვნელოვან საფრთხეებს უქმნის ექსპორტიორებს. ბესო ნამჩავაძე იხსენებს რამდენიმე წლის წინანდელ პროცესებს: „2015-ში რუსეთს სანქციები არ დაუწესებია, მაგრამ დაიწყო ღრმა ეკონომიკური კრიზისი, რადგან: ნავთობის ფასი დაეცა, დასავლეთმა სანქციები დაუწესა უკრაინასთან ომის გამო და ა.შ.. 2015 წელს რუსეთიდან საქართველოში შემოვიდა 500 მლნ დოლარით ნაკლები. 40%-იანი შემცირება გვქონდა ექსპორტის. ფაქტობრივად სანქციებს შეიძლება ასეთი შედეგი მოყოლოდა. განახევრდა ფულადი გზავნილები 800-დან 400 მილიონამდე. ახლა რომ დაეწესებინა პუტინს სანქციები, ამხელა ეფექტი არ ექნებოდა. მაგრამ, რა მოხდა 2015 წელს? საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 5%-ით. უკან კი არ წავედით, პირიქით. ერთადერთი, ყველაზე უარყოფითად აისახა ლარის კურსზე“. ეკონომიკური ანალიტიკოსი ასკვნის: „სულ რომ არ დაგიწესოს რუსეთმა სანქციები, ისეთი სარისკო ეკონომიკა აქვს, სწორედ იმიტომ, რომ ძალიან პოლიტიზირებულია, ისედაც დიდი საფრთხეა. ანუ, ხვალ შეიძლება უკრაინასთან გააქტიურდეს, ან სადმე სხვა ქვეყანა

XS
SM
MD
LG