Accessibility links

ბიოლოგიური იარაღი თბილისში? რუსული საინფორმაციო ომი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ


ადამიანისა და ცხოველის დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმების აღმოჩენა, ამოცნობა და ეპიდემიებთან ბრძოლის ეფექტიანი გზების დასახვა - როგორც რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში (ლუგარის ლაბორატორიაში) განმარტავენ, ყველაფერი მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება. მშვიდობიანი მიზნების დაჯერება არ უნდათ მოსკოვში. რუსეთის ხელისუფლება და მისი ინტერესებით მოქმედი მედია ამერიკელების აშენებულ ლაბორატორიას, ათასნაირი დაავადების გავრცელების გარდა, ბიოლოგიური იარაღის შექმნაშიც ადანაშაულებენ.

რუსეთის საინფორმაციო ომი თანდათან ახალ ძალებს იკრებს: ბოლო ხანებში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ლუგარის ცენტრს რუსი ორმაგი აგენტის - სერგეი სკრიპალის - ბრიტანეთში მოწამვლის ფაქტთან მიმართებითაც მოიხსენიებენ. გამოდის ისე, რომ ცივილიზებულ მსოფლიოს ბრალდებებს უკუბრალდებებით უპასუხებენ. რუსეთის გაღიზიანებას იწვევს ის ფაქტი, რომ ლუგარის ცენტრში ჯანდაცვის პროექტებზე ამერიკის თავდაცვის სამინისტროს უმსხვილესი ბიოსამედიცინო კვლევითი ორგანიზაციის - უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) - წარმომადგენლები მუშაობენ.

ლუგარის ცენტრი თბილისში და სამონიტორინგო ლაბორატორიების ქსელი რეგიონებში აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სააგენტოს (DTRA) დაფინანსებით აშენდა და კეთილმოეწყო. ლუგარის ლაბორატორია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს, ყველასთვის ხილულ ადგილას, 2011 წელს გაიხსნა, 2013 წლიდან საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დაქვემდებარებაში გადავიდა, ხოლო 2018 წლიდან მას მთლიანად ქართული მხარე აფინანსებს.

ლუგარის ცენტრი კავკასიის რეგიონში ერთადერთი ცენტრია, რომელიც ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის (BSL-3) სტანდარტებით არის აღჭურვილი და სადაც ინახება განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა (მაგალითად, შავი ჭირისა და ჯილეხის) გამომწვევი მიკროორგანიზმები. ობიექტის აშენების ერთ-ერთი მთავარი მიზანი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებული სახიფათო ბიოლოგიური მასალების გაუვნებელყოფა და საიმედოდ დაცვაა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG