Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში ისვენებს


ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში
ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე აბასთუმანში ოჯახთან ერთად დასასვენებლად ჩავიდა და კურორტზე არსებული მდგომარეობის გაცნობა გადაწყვიტა. სასტუმრო ,,აბასთუმნის" ხელმძღვანელი გენადი ენდელაძე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ–მინისტრი აბასთუმნელებს ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელებას დაჰპირდა.

ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში ისვენებს
please wait

No media source currently available

0:00 0:04:02 0:00
გადმოწერა

,,შემოვიდა კულტურულად, ადამიანურად. გადახედა, კანალიზაცია - არა, ეს - არა, ის - არა. ხალხს დაუძახა და თქვა, რომ დასახმარებლად ვარ ჩამოსულიო. ჩამოიარა წყლის სანაპიროები... ყველა ობიექტს ნახულობს, ვის რა დახმარება ჭირდება, მეც მკითხა. თვითონ ნახა ყველაფერი. არ ვიცოდი, აბასთუმანი ასე ძალიან თუ იყო ჩამორჩენილი და აუცილებლად უნდა ვუშველოთო. გამგებელთან ერთად ყველაფერს წერენ და გეგმავენ. სპეციალურად ჩამოვიდა, რომ თავისი ხელი დაატყოს. ტელეფონში უთხრა ვიღაცას, სასწრაფოდ გაამზადეთ პროექტიო, მაგრამ ვის ესაუბრა, არ ვიცი", – აცხადებს გენადი ენდელაძე.

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის აბასთუმანში ყოფნისას სარეაბილიტაციო სამუშაოების შესამოწმებლად კურორტზე ვიცე-პრემიერიც ჩავიდა. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აბასთუმანში მე-19 - მე-20 საუკუნეებში აშენებული სახლებისა და ასტროფიზიკური ობსერვატორიის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. სამინისტროს მიერ საკუთარ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში მაია ცქიტიშვილი კურორტის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს:

აბასთუმნის განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაწყებული. ისტორიული ხის სახლების, საგანმანათლებლო-სამეცნიერო და ტურისტული მნიშვნელობის ასტროფიზიკური ობსერვატორიის სრული რეაბილიტაციის გარდ, სამინისტრო ახორციელებს საგზაო პროექტებს და უახლოეს მომავალში დაგეგმილია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწესრიგება. მალე აბასთუმანი დაიბრუნებს თავის ისტორიულ მნიშვნელობას.

ციხე და მუზეუმი დაათვალიერა. ციტადელზე აღარ ასულა, დროის სიმცირის გამო. გიდი მოემსახურა და დაახლოებით ერთ საათს გაჩერდა.

მმართველი პარტიის ლიდერი სასტუმრო ,,აბასთუმანი რეზიდენსში" ისვენებს. ადგილობრივ მცხოვრებთა განმარტებით, ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ე.წ. არაზინდოს დასახლება და აბასთუმნის ობსერვატორია მოინახულა. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალების შესახებ არაფერს ამბობს მერის წარმომადგენელი აბასთუმანში. გიორგი გედევანიძე ყურადღებას ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ვიზიტზე ამახვილებს და რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ დაგეგმილი სამუშაოები პროექტის მიხედვით ხორციელდება:

,,რაც შეეხება ბატონ ბიძინას, მასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. აბასთუმნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ორი ორგანიზაცია ახორციელებს – ,,აზეტა 11“ და ,,ერისიმედი“.

აბასთუმნის გარდა, ბიძინა ივანიშვილი ახალციხეშიც იმყოფებოდა. ციხის დირექტორის დავით ტაბატაძის თქმით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ოჯახსა და პარლამენტის წევრ გივი ჭიჭინაძესთან ერთად ახალციხის ციხე დაათვალიერა.

,,ციხე და მუზეუმი დაათვალიერა. ციტადელზე აღარ ასულა, დროის სიმცირის გამო. გიდი მოემსახურა და დაახლოებით ერთ საათს გაჩერდა“, – ამბობს დავით ტაბატაძე.

სარეაბილიტაციო სამუშაოები აბასთუმანში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც პარტია,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ადგილობრივებთან ერთად არის გადაღებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG