Accessibility links

გაფიცული სოცმუშაკების პროტესტი


თბილისსა და საქართველოს რეგიონებში გაიფიცნენ სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები. მათი მოთხოვნებია:

  • ცენტრებში ფსიქოლოგების და იურისტების დამატება;
  • სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდა;
  • საპროცესო წარმომადგენლობა;
  • ტრანსპორტირების საკითხის მოგვარება;
  • ხელფასების ზრდა, ან ცალკე თანხის გამოყოფა ბენეფიციარებთან გეგმური ვიზიტებისთვის;
  • სოცმუშაკები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასაც ითხოვენ.
სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა დაიწყეს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:12 0:00

​სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ყოველ 100 000 მოსახლეზე 7 სოციალური მუშაკი მოდის. სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკაა სოციალური მუშაკის დატვირთვა თვეში 11-დან 15 საქმით. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში თითო სოციალურ მუშაკზე თვეში საშუალოდ, 120-მდე საქმე მოდის.

აქცია თბილისში
აქცია თბილისში

გაფიცვას წინ უძღოდა თითქმის თვენახევრიანი მედიაციის პროცესი, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

აქცია ბათუმში
აქცია ბათუმში

სოციალურმა მუშაკებმა უმძიმესი სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ბენეფიციარებისთვის ეფექტური და მყისიერი მომსახურებების შექმნის მიზნით, 8 თებერვალს დაიწყეს კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ. სოციალური მუშაკების ინფორმაციით, დამსაქმებელმა ვერ უპასუხა მათ მოთხოვნებს, ამიტომ კანონით მინიჭებული გაფიცვის უფლება გამოიყენეს.​

აქცია ბათუმში
აქცია ბათუმში

​სოციალურ მუშაკებს სოლიდარობა გამოუცხადა არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და პროფკავშირების გაერთიანებამ.

აქცია ქუთაისში
აქცია ქუთაისში

გაფიცვის დაწყებამდე სოციალურმა მუშაკებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ მათგანზე სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელთა მხრიდან იყო ზეწოლა და მუქარა, რომ გაფიცვაში მონაწილეობა არ მიეღოთ.

აქცია ქუთაისში
აქცია ქუთაისში

გაფიცულთა ნაწილი მხარდამჭერებთან ერთად დღეს, აქციას გამართავს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG