Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაქცევა ბელარუსიდან


გაქცევა ბელარუსიდან
please wait

No media source currently available

0:00 0:11:59 0:00

იულია ტიმოფეევას და ალჰერდ ბახარევიჩს თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე შევხვდი. ბელარუსი მწერლები ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ავსტრიის ქალაქ გრაციდან ჩამოვიდნენ, სადაც ისინი ცხოვრობენ მას მერე, რაც 2020 წლის შემოდგომაზე მინსკიდან გაიქცნენ.

იულია ტიმოფეევას და ალჰერდ ბახარევიჩს თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე შევხვდი. ბელარუსი მწერლები ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ავსტრიის ქალაქ გრაციდან ჩამოვიდნენ, სადაც ისინი ცხოვრობენ მას მერე, რაც 2020 წლის შემოდგომაზე მინსკიდან გაიქცნენ.

ცოლ-ქმარი ბელარუსის მასობრივი საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, გაყალბებულ არჩევნებსა და ლუკაშენკას დიქტატურულ რეჟიმს აპროტესტებდა, რის გამოც მათი ბელარუსში დარჩენა დღითიდღე სახიფათო ხდებოდა. დღემდე ციხეშია იულიას მუსიკოსი ძმა და რძალი, რომლებიც მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს, რომ მათ ვიქტორ ცოის სიმღერა „ცვლილება“ შეასრულეს და ვიდეოზე ჩაწერეს.

იულია ტიმოფეევას და ალჰერდ ბახარევიჩს ლიტერატურულ წრეებში უკვე კარგად იცნობენ, ისინი იყენებენ ყველა პლატფორმას არა მხოლოდ საკუთარი წიგნების, პოეზიის და პროზის წარსადგენად, არამედ მათ სამშობლოში არსებული ვითარების მსოფლიოსთვის გასაცნობადაც. მათ არ იციან, როდის დაუბრუნდებიან ბელარუსს, სადაც თავისუფალ ცხოვრებას შეძლებენ. დღეს, ეს ქვეყანა, როგორც ალჰერდი გვეუბნება, ახალი ფაშისტური სახელმწიფოა ევროპაში, რაც საშიშია არა მხოლოდ ბელარუსისთვის, არამედ ევროპისთვისაც, სადაც, მწერლის სიტყვებით, მეორე მსოფლიო იმის შემდეგ, 21-ე საუკუნეში. პირველად გაჩნდა თანამედროვე ფაშისტური რეჟიმი.

დევნილი მწერლები სწორედ ამაზე ლაპარაკობენ ჩვენთან ინტერვიუში, რომელიც მწერალთა სახლში, მათი თბილისიდან გამგზავრების წინა დღეს ჩავწერეთ.

XS
SM
MD
LG