Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მიმზიდველი რომ გავხდეთ, საჭიროა გადასახადები შევამციროთ"


„მიმზიდველი რომ გავხდეთ, საჭიროა გადასახადები შევამციროთ"
please wait

No media source currently available

0:00 0:54:21 0:00

„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, გია ჯანდიერი თვლის, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება დღეს გადასახადების შემცირება იქნებოდა. ეს, მისი აზრით, ხელს შეუწყობდა ბიზნესს თვითონ განესაზღვრა საინვესტიციო პრიორიტეტები და ნაკლებად იქნებოდა დამოკიდებული ხელისუფლების ინიციატივებზე:

„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, გია ჯანდიერი თვლის, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება დღეს გადასახადების შემცირება იქნებოდა. ეს, მისი აზრით, ხელს შეუწყობდა ბიზნესს თვითონ განესაზღვრა საინვესტიციო პრიორიტეტები და ნაკლებად იქნებოდა დამოკიდებული ხელისუფლების ინიციატივებსა თუ ინექციებზე:

„ერთადერთი რამ, რაც მთავრობას შეუძლია ახლა პროაქტიულად აკეთოს ბიზნესის ხელშეწყობისთვის, არის გადასახადების შემცირება. ამას არ სჭირდება რესურსი. შეიძლება გამოაცხადო და მეორე დღიდან ამოქმედდეს ეს.

რაც შეეხება ნებისმიერ სხვას: პროექტებში ჩართვას, კრედიტების გაცემას, ბიზნესის მიერ დახმარებების მიღებას - ამას სჭირდება უამრავი პროცედურის გავლა, რომლის ტყვეობაში აღმოჩნდება არა მარტო ის ბიზნესები, დამოკიდებული მთავრობაზე, არამედ ათასობით ადამიანი, რაც იქნება კატასტროფა საქართველოსთვის.

...ჩვენ გვქონდა მიღებული კანონი, რომელიც ამ მთავრობამ გააუქმა და რომლითაც გადასახადების შემცირება იყო დაგეგმილი 2015 წლამდე. კოდექსში ეწერა და მერე გააუქმეს ეს ნაწილი, (ლადო გურგენიძის ინიციატივა იყო) რომ დღეს უკვე უნდა გვქონოდა საშემოსავლო გადასახადი 15% და დამატებული ღირებულების გადასახადი 15%. მე უფრო შორსაც წავიდოდი - 10%-მდეც კი დავწევდი ამ ორივე გადასახადს და მოგების გადასახადს საერთოდ გავაუქმებდი, რომელიც მგონია, რომ არის უგუნურების გადსახადი და არა რაიმე ლოგიკის გადასახადი. მითუმეტეს, ჩვენ გადადგმული გვაქვს ნაბიჯი, რომ მოგების გადასახადს ისედაც შეგიძლია თავი აარიდო, თუ მიღებული მოგების ინვესტირებას მოახდენ (ე.წ. ესტონური მოდელი).

ჩვენ რომ გლობალურ სიტუაციაში მიმზიდველები გავხდეთ, ეს ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ვემხრობი იმ შეძახილებსაც, რომ ძალიან მაღალი აქციზური გადასახადი გვაქვს საწვავზე და ის უნდა შემცირდეს. დღეს, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში საწვავის ღირებულების ნახევარი არის გადასახადი.

ჩვენ თუ გვინდა ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ, ეს ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ რაც შეიძლება მეტი რესურსი დარჩეს ბიზნესს, მეწარმეებს, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული ნიჭი ინოვაციის და განსაკუთრებული შემოქმედებითი ნიჭი, რომ მათ დაიწყონ დეცენტრალიზებული და საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედება, რომ ეკონომიკა გამოიყვანონ ამ მდგომარეობიდან და არა ისე, რომ ცენტრალურ ორგანოში დაიბადოს იდეები ამ მიმართულებით.

იმას, რაზეც ახლა მთავრობა და სხვა პოლიტიკური პარტიები მსჯელობენ, შეიძლება უამრავი შეცდომა მოჰყვეს. ჩვენ შეიძლება ვვარაუდობდეთ, რომ, ვთქვათ, სოფლის მეურნეობაში უნდა ჩავდოთ ფული სასწრაფოდ, მაგრამ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ამაზე იფიქრა ძალიან ბევრმა ქვეყანამ, რომელსაც გაცილებით მეტი მიწა აქვს, მეტი ტექნიკა და ტექნოლოგია აქვს, იმათად გადადგან ეს ნაბიჯები და ჩვენი ფასები არ აღმოჩნდეს კონკურენტული და მთელი პროდუქცია დაგვრჩეს გადასაყრელი. ამ მდგომარეობაში რომ არ აღმოვჩნდეთ, უნდა მოხდეს ამ პასუხისმგებლობის დეცენტრალიზაცია და კერძო კომპანიებმა აიღონ თავის თავზე ასეთი გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ მათ გადასახადები უნდა შევუმცირეოთ და დავუტოვოთ მეტი რესურსი დამოუკიდებელი, კრეატიული მოქმედებებისთვის“.

გია ჯანდიერი ხაზგასმით ამბობს, რომ ეკონომიკისთვის ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი აქვს კერძო სექტორს და არა სახელმწიფოს. „დილის საუბრების“ სტუმარს დღევანდელი პოზიციიდან შეუძლებლად მიაჩნია შეაფასოს მთავრობის მიერ გამოცხადებული გეგმა:

„ეს [მთავრობის ნაბიჯების მართებულობის შეფასება] დამოკიდებულია არა მარტო იმაზე, შენ როგორ გეჩვენება, არამედ კონკურენციაში რომ მოხვდები, რა გამოჩნდება - სწორად იქცევი თუ არა. ამიტომ, ამის შეფასებას არა მარტო ჩვენი მოსახლეობა გააკეთებს, თუნდაც არჩევნებზე, არამედ გააკეთებენ ინვესტორები, რომლებიც, მაგალითად, იტყვიან, ეს პოლიტიკა სწორი იყო თუ არა. ინვესტორები თუ დაინახავენ, რომ ეს მთავრობა და ქვეყანა ჩამოეკიდება დახმარებებს და მეტი არაფერი აქვთ ხელში, ჩვენ აქედან დიდხანს ვერ გამოვალთ“.

გია ჯანდიერი COVID-19-ის გლობალურ ეკონომიკურ ეფექტზეც ლაპარაკობს:

„ფაქტობრივად ყველგან ხდება ეკონომიკური ვარდნა, მათ შორის, ძალიან დიდი ვარდნაა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. მთელი მსოფლიო მასზე იყო მიბმული ბევრი თვალსაზრისით. მე ეს არასდროს მომწონდა და ვთვლიდი, რომ არასწორი იყო. ახლა განსხვავებული ამოცანები დადგა საქართველოს მიმართაც და მთელი მსოლფიოს მიმართაც. ბევრი ლაპარაკობს, რომ გლობალიზაციის უწინდელი მოდელი აღარ იმუშავებს და სხვა მიმართულებით უნდა წავიდეს მსოფლიო. მე ამის არ მჯერა და არც იმისი, რომ ჩინეთს ასე სწრაფად დაემშვიდობებიან, რადგან არსებობს ეკონომიკური მიზეზები, რის გამოც მსოფლიო მიება ჩინეთს და ეს მიზეზები არის ჩინეთის მასშტაბურობაში, ძალიან დიდი ბაზარია და ყველას აინტერესებდა იქ მოხვედრა და არა იმიტომ, რომ ჩინეთის ხელისუფლება ვინმეს ოდესმე მოსწონდა.

მაინტერესებს, როგორ აპირებს მსოფლიო ისეთ მოთამაშეებთან ურთიერთობას, როგორებიცაა ჩინეთი და რუსეთი, რომლებიც ასეთი დაფარულები, გაუმჭვირვალეები, არაპარტნიორულები და არამეგობრულები არიან? თუ ადამიანების ურთიერთობის ჭრილში განვიხილავდით ამას, ძალიან რთული იქნება.

ეს საკითხები წამოიწევს აუცილებლად წინ და საქართველოსთვის შეიძლება მართლა შეღავათი გაჩნდეს. მაგრამ, იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ ჩინურ ინვესტიციებს და ჩინურ წარმოებებს მოვიზიდავთ, გადაჭარბებულია.

ჩვენ უნდა ვაკეთოთ საქმე, რომელიც იქითკენ იქნება მიმართული, რომ მიმზიდველი გავხდეთ, გამჭვირვალე გავხდეთ.

კორონამ დაგავანახა, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამე სპეციალურად არა, მაგრამ იმალება. ვერ გავტეხეთ ეს ტრადიცია, რომ ამ ქვეყანაში რაღაცები იმალება“.

XS
SM
MD
LG