Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას აჩვენებს "სამართლიანობის აღდგენის" პრაქტიკა?


რას აჩვენებს "სამართლიანობის აღდგენის" პრაქტიკა?
please wait

No media source currently available

0:00 0:44:58 0:00

რას გულისხმობს "სამართლიანობის აღდგენის" პროცესი? როგორ არჩევს პროკურატურა ათიათასობით საჩივრიდან რომელი გადასცეს საგანგებოდ შექმნილ დეპარტამენტს? რას აჩვენებს სამწლიანი პრაქტიკა? გიორგი კაკუბავა, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი კოლეგებთან ერთად სწავლობდა საკითხს ერთი წლის განმავლობაში. "ადამიანის უფლებათა ცენტრი" დაინტერესდა რას ეფუძნება და როგორ მუშაობს "მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი", რომელიც მთავარ პროკურატურაში 2015 წელს შეიქმნა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "სამართლიანობის აღდგენის" დიდი მოლოდინი გაჩნდა. ათიათასობით მოქალაქე ელოდა, რომ ახალი ხელისუფლება გამოიძიებდა 2004-2012 წლებში სახელმწიფოს მიერ მოქალაქეების მიმართ ჩადენილ დანაშაულებს: ცემის, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის შესაძლო ფაქტებს; აგრეთვე ქონების იძულებით დათმობის და სხვა იძულების ფაქტებს. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" მონიტორინგის შედეგებით,  მიმდინარე წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით, ახალი დეპარტამენტი გამოძიებას აწარმოებს სისხლის სამართლის 444 საქმეზე. სულ დეპარტამენტში 8 გამომძიებელი და 8 პროკურორია. თითოეულს საშუალოდ 55 საქმე აქვს. 444-დან 49 სისხლის სამართლის საქმე ეხება წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის შესაძლო ფაქტებს, 395 კი ეხება სამართალწარმოების მიმდინარეობისას ჩადენილ შესაძლო დანაშაულებირვ, ქონების იძულებითი დათმობის და სხვა იძულების ფაქტებს.

XS
SM
MD
LG