Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში სამი გარდაცვლილი ერთ კვირაში


Georgia -- Building of Mayor of Gori, undated
Georgia -- Building of Mayor of Gori, undated

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გორში სამი ადამიანი გარდაიცვალა - ორი ქალი და ბავშვი. აქედან ლაბორატორიულად მხოლოდ ერთ შემთხვევაშია დადგენილი H1N1. ბავშვის დაღუპვის შემთხვევა გუშინ სოფელ ბერბუკში დაფიქსირდა. ბებიამ 10 თვის ჩვილი საწოლში გარდაცვლილი ნახა. როგორც გაირკვა, მანამდე ბავშვს ჯერ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ წითელასა და ფილტვების ანთების დიაგნოზით, მოგვიანებით კი გორის დედათა და ბავშვთა ცენტრ “იავნანაში” მიიყვანეს, მაგრამ მშობელმა შვილი სტაციონარში არ დატოვა, რადგან თვითონაც ავად იყო. ბავშვს სოფელში ბებია და დეიდა უვლიდნენ. გარდაცვლილი ბავშვი უკვე გადაასვენეს ყვარელის მუნიციპალიტეტში, სადაც ბავშვის დედაა გათხოვილი. სამართალდამცავებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყეს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ბოლო ერთ კვირაში განვითარებული მოვლენების გამო, გორში მცირედი პანიკა შეინიშნება, რამაც კლინიკებში მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაზარდა. კარანტინი გამოაცხადა დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრმა, სადაც სარეზერვო ადგილებიც კი შევსებულია. კლინიკაში ინფექციების გავრცელების თავიდან ასაცილებლად მნახველებს არ უშვებენ. ამჟამად საავადმყოფოში 60-მდე ბავშვი გადის სტაციონარულ მკურნალბას. მათი მშობლები აცხადებენ, რომ რამდენიმედღიან მკურნალობას კარგი შედეგი აქვს.

გორის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი გამოცხადდა. საბავშვო ბაღების დიდი ნაწილი ახლა თითქმის მთლიანად ცარიელია.

დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანას“ პედიატრი ლია გოჩაშვილი მშობლებს იმ რეკომენდაციებს აძლევს, რომლებიც გრიპის ნიშნების გამოვლენისას უნდა შეასრულონ. მისი თქმით, აუცილებელია ჰიგიენურ- სანიტარიული ნორმების დაცვა, ამიტომ კლინიკაც სპეციალურ რეჟიმზე გადავიდა.

სპეციალური რეჟიმი და მნახველთა კლინიკაში შესვლაზე შეზღუდვები დაწესდა „გორმედის“ ქსელის კლინიკებში. გორის, ქარელისა და ხაშურის კლინიკებში, ბოლო ინფორმაციით, 110 პაციენტია მოთავსებული. 500-ზე მეტი ადამიანი ამბულატორიულ მკურნალობას გადის. კლინიკების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან მონიტორინგი აჩვენებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსული ინფექციების გართულების შემთხვევები არ იზრდება.

ოკუპირებულ ახალგორში ვირუსული ინფექციების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

გორის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი გამოცხადდა. საბავშვო ბაღების დიდი ნაწილი ახლა თითქმის მთლიანად ცარიელია. ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელ ლია კოვზიაშვილის განცხადებით, გაცდენა საპატიოდ ჩაითვლება.

ოკუპირებულ ახალგორში ვირუსული ინფექციების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ახალგორელების დიდი ნაწილი მკურნალობას სახლებში გადის. იყო ბინებზე სასწრაფოს გამოძახების რამდენიმე შემთხვევაც, მაგრამ განსაკუთრებული გართულებები არ შეინიშნება. დაბა ახალგორი ახალი წლის დღეებში საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩაკეტილი იყო. იქ საშობაო არდადეგები 14 იანვარს სრულდება, საჯარო უწყებების თანამშრომლებმა კი 8 იანვრამდე დაისვენეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG