Accessibility links

დავით მანაგაძე და ნესტან ლონდარიძე 2003-ში მომხდარ გამოუძიებელ დანაშაულზე


ამბავი, რომელზეც რადიო თავისუფლების ეთერის სტუმრები, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ყოფილი და ახლანდელი იურისტები: დავით მანაგაძე და ნესტან ლონდარიძე ლაპარაკობენ 16 წელიწადზე მეტი ხნის წინ მოხდა - 2003 წლის 22 ნოემბრის საღამოს: თბილისში, გორგასლის ქუჩაზე უშიშროების სამინისტროს სწრაფი რეაგირების სამმართველოს კუთვნილი ე.წ. „ბეტეერი“ საპირისპირო ზოლში გადავიდა და შეეჯახა BMW-ს მარკის ავტომობილს, რომლითაც მარიამ საყვარელიძე შვილთან, თავის დასთან და სამ მცირეწლოვან დისშვილთან ერთად მგზავრობდა. საჭესთან მისი ვაჟი - დავით საყვარელიძე იჯდა. ის შემთხვევიდან 30 საათში, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მარიამ საყვარელიძის და, ეთერ წულიაშვილი ადგილზე დაიღუპა. უმძიმესი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღეს მისმა მცირეწლოვანმა შვილებმა. მათგან ერთის მდგომარეობის გამოსწორება ვერ მოხერხდა. მარიამ საყვარელიძე რადიო თავისუფლებისთვის 7 თებერვალს მიცემულ ინტერვიუში იხსენებს როგორც 2003 წელს მომხდარს, აგრეთვე შემდგომ პროცესებს. მიმდინარე წლის 6 თებერვალს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მარიამ საყვარელიძის სარჩელზე გადაწყვეტილება მიიღო - დაადგინა „სიცოცხლის უფლების“ დარღვევა და სახელმწიფოს არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 25 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. მარიამ საყვარელიძისთვის საქმე არ დასრულებულა - ის დღემდე ითხოვს და აპირებს ბრძოლის გაგრძელებას დამნაშავის დასჯის მოთხოვნით. პირი, რომელიც მართავდა ე.წ. „ბეტეერს“, იდენტიფიცირებულია. ის მხოლოდ მოწმის სტატუსით დაიკითხა. გამოძიება შემთხვევისა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, შეწყდა ხანდაზმულობის მოტივით. მთავარი კითხვა: რა გაკეთდა ხანდაზმულობის დადგომამდე? “ადამიანის უფლებათა ცენტრის” სამართლებრივი დახმარებით, დაზარალებულმა მარიამ საყვარელიძემ სტრასბურგის სასამართლოს 2010 წელს მიმართა. დაზარალებულის მთავარი მოთხოვნა ეხებოდა სახელმწიფოს მიერ 2003 წლის 22 ნოემბერს უშიშროების სამინისტროს ჯავშანტრანსპორტიორისა და „ბმვ“ მარკის ავტომანქანის შეჯახების შედეგად გარდაცვლილი დავით საყვარელიძისა და ეთერ წულიაშვილის საქმის გამოძიებას. იმ დროს მარიამ საყვარელიძის ადვოკატი იყო დავით მანაგაძე, რომელიც დღეს რადიო თავისუფლების ეთერში იხსენებს, რომ ექსპერტიზა გამოძიების საწყის ეტაპზევე ჩატარდა და ის იყო სრულიად საკმარისი სავარაუდო დამნაშავის დასაკავებლად, თუმცა: „გამოძიება უმოქმედობით, რეალურად არაფერს აკეთებდა. შესაბამისად, საქმე იყო მიშვებული თვითდინებით. დრო გადიოდა. არაფერი კეთდებოდა და შესაბამისად, ერთ-ერთი არგუმენტი, რითიც დაიხურა საქმე, იყო ხანდაზმულობა, რაც სრულიად აბსურდული რაღაც არის, რადგან საქმეში, სადაც ორი ადამიანია გარდაცვლილი, არ შეიძლება ხანდაზმულობით დაიხუროს“. დავით მანაგაძის თქმით, სასამართლომ ორჯერ დააბრუნა საქმე წინასწარ გამოძიებაში. ორივე გადაწყვეტილება მიღებული იყო სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის წარდგენამდე: „საინტერესო აქ არის ის, რომ სასამართლომ ორჯერ დააბრუნა საქმე წინასწარ გამოძიებაში. შესაბამისად, მოსამართლეებმა - პირველ შემთხვევაშიც და განსაკუთრებით მეორე შემთხვევაში რეალურად დაინახეს საქმის სიმძიმე და ის დარღვევები, რაც იყო ამ საქმეში. პირველი ეტაპი იყო 2004-2005 წლები და მეორე 2008-2009 წელი, თუ არ ვცდები. 2010-ში სარჩელი გაიგზავნა ევროსასამართლოში. მეორე შემთხვევაში მოსამართლემ თქვა და დამამახსოვრდა ეს ფრაზა „კიდევ ერთხელ მოგცემთ შანსს იმისთვის, რომ იბრძოლოთ და მიაღწიოთ შედეგს“-ო. მოსამართლემ რეალურად დაინახა იქ საქმის ვითარება. იყო ზეპირი განხილვა. სხდომა ჩატარდა ჩვეულებრივად. იყო პროკურატურის მხარე, ვიყავით ჩვენ, ქალბატონი მარიამი იყო და იმ პროცესზე იყვნენ იმ სპეცრაზმის წარმომადგენლები, სადაც მუშაობდა... ბრალდებულიც არ იყო ის ადამიანი, არ წაუყენეს ბრალი... არასდროს. როგორც იურისტი, მე კმაყოფილი ვიყავი იმ სასამართლო სხდომით, როგორც ის წარმართა მოსამართლემ, რადგან გამოიკითხა ყველა მხარე, საქმის მასალები იქნა წარდგენილი, შუამდგომლობები იყო წარდგენილი, ანუ [მოსამართლემ] სრულყოფილად ნახა, შეისწავლა საქმის მასალები და დააბრუნა საქმე წინასწარ გამოძიებაში. ანუ მან თქვა, რომ გამოძიების ორგანოებმა სათანადოდ ვერ მოახდინეს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა და დაზარალებულის უფლებების აღდგენა. ეს ეტაპი გავიარეთ, მაგრამ საქმის წინასწარ გამოძიებაში დაბრუნების შემდეგ კვლავ არაფერი კეთდებოდა. შუამდგომლობები იწერებოდა პროკურატურის სახელზე, მაგრამ საქმე იყო თაროზე შემოდებ

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG